ვარ 23 წლის ქალიშვილი. ბავშვობიდან (14-15 წლიდან)... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

31-01-2013

-გამარჯობათ, ვარ 23 წლის ქალიშვილი. ბავშვობიდან (14-15 წლიდან) მაწუხებს ჭარბი რაოდენობით თეთრი ლორწოვანი გამონადენი.როგორც იქნა მივედი გინეკოლოგთან, გავიკეთე ნაცხის ანალიზი თავიდან და მომატებული მქონდა ლეიკოციტები. შემდგომ ჯი ჯგუფის 4 ვირუსზე ავიღე სისხლის ანალიზი და აჩვენა ქლამიდია და ციტომეგალოვირუსი. გინეკოლოგმა დამინიშნა თავდაპირველად გამორეცხვები(10 პროცედურა) და მას დავიწყე მედიკამენტების მიღება. მაგრამ სრულიად უშედეგოდ.მიანტერესებს აღნიშნული ვირუსები რამდენად შესაძლებელია ქალიშვილებში შეგვხვდეს(არანაირი სხვანაირი ურთიერთობა არ მქონდა არავისთან) და რამდენად ექვემდებარება მკურნალობას ქალიშვილობის პერიოდში.მაისითვის დაოჯახებას ვაპირებ და არ მინდა რამე მეუღლესაც გადაედოს და შემდგომ ორივე სამკურნალო შევიქმნათ. აქვე ჩამოგითვლით წამლებს რასაც ვიღებდი: 1-ლი კურსი: დორამიცინი, ციკლოფერონის ნემსები 10 ც, ვალტრექსი მე-2 კურსი- აზროცინი, ფლოქსანი, დოკსაციკლინი, ლაციდოფილი მე-3 კურსი-ცეფამედი 20 ნემსი, ზირომინი, ციკლოვალი. რამდენად სწორად არის აღნიშნული მედიკამენტები ამ ვირუსების სამკურნალოდ დანიშნული, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი შედეგი არ მქონია. ამასთან, ვიყავი ენდოკრინოლოგთანაც და ანალიზი გავიკეთე tsh-ზე და პროლაქტინზე და ნორმაში მქონდა ორივე.ექოსკოპიაზეც ყველაფერი რიგზე გაქვსო. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა იმდენად ჭარბია გამონადენი რომ ზოგს მენსტრუაციაც არ აქვს ამდენი

პასუხი
პასუხობს სამკურნალო დიაგნოსტიკური კაბინეტი “ვეგას” გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქარქაშაძე

-აუცილებლად უნდა მობრძანდეთ, უნდა გადავამოწმოთ ანალიზები და შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას, რომელიც იმედი მაქვს, დადებით შედეგს მოგვცემს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად