მოგესალმებით! მშობიარობის მერე მცვია ძალიან თმა, მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-01-2013

-მოგესალმებით! მშობიარობის მერე მცვია ძალიან თმა, მაინტერესებს რომელ ექიმს უნდა მივმართო ამ პრობლემასთან დაკავშირებით და თქვენ რას მირჩევთ? სახლის პირობებში როგორ შეიძლება შევაჩერო ეს პროცესი? მიუხედავად იმისა რომ კალცი დ3 ს ვსვამ მაინც საგრძნობლად შემითხელდა თმა:(

პასუხი
-მშობიარობის შემდეგ (დაახლოებით მე-8 კვირას) იწყება ხოლმე თმის ცვენა, ეს დროებითი მოვლენაა და უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე მკვეთრ კომპლექსურ ცვლილებებს (ჰორმონულს, წყალ-მარილოვან, ჰემატოლოგიურ და სხვა), რომლებსაც ორსულობა და მშობიარობა იწვევს. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), თუმცა არ არის გამორიცხული, დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს.
პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი - თმის ცვენა, წესისამებრ, რამდენიმე თვეში თავისით წყდება. თუ თმის ცვენა ძლიერია, გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე სასურველია, სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ანემიის გამოსარიცხად.
ასევე გირჩევთ, იკვებოთ სრულფასოვნად და თმაზე ივლოთ ჭინჭრის ნაყენი.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში მიმართეთ ტრიქოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად