გაწუხებთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების ... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
30-01-2013

-გაწუხებთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მე გახლავართ 25 წლის. 1 წლის წინ გავიკეთე საკეისრო კვეთა სპინალური გაუტკივარებით, მას შემდეგ მნიშვნელოვნად დამიქვეითდა მეხსიერება. ძალიან იოლად მავიწყდება ჩემს ირგვლივ მომხდარი და განვითარებული მოვლენები, არც წარსული ფაქტების გახსენება შემიძლია მკაფიოდ, აგრეთვე დამჩემდა გონებაგაფანტულობა. უკვე ნახევარი წელია ასევე მაწუხებს ჰაიმორიტი, თუმცა ექიმთან კონსულტაციაზე არ ვყოფილვარ შეზღუდული თავისუფალი დროს გამო. 3 წლის წინ მაწუხებდა თუმცა მკურნალობამ შედეგიანად ჩაიარა, შემდეგ გავცივდი და უკვე ნახევარი წელია რაც მაწამებს. მითხარით რისი ბრალი შეიძლება იყოს მეხსიერების გაუარესება და რა ზომების მიღებას მირჩევთ. ასევე ხომ არ შეიძლება ჩემი პრობლემის მოგვარება ხალხური მედიცინის მეშვეობით? რაიმე რეცეპტს ხომ ვერ შემომთავაზებდით?

პასუხი
-საკეისრო კვეთის შემდგომ ჩვეულებრივ დამახასიათებელია მეხსიერების დაქვეითება, რაც ორგანიზმზე როგორც საანესთეზიო ნივთიერების მოქმედებას, ისე ლაქტაციას, ძილისა და დასვენების რეჟიმის არევას უკავშირდება. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ მეხსიერების გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას ახდენს ჯანსაღი ცხოვრების წესი (რაციონალური და ბალანსირებული კვება, ზომიერი ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით სუფთა ჰაერზე, ღამის სრულფასოვანი ძილი და ა.შ).
მეხსიერების მხრივ სერიოზული პრობლემების შემთხვევაში კი სათანადი მკურნალობაა აუცილებელი და ასეთ შემთხვევაში საჭიროა ნევროლოგთან ვიზიტი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად