მოგესალმებით.იქნებ მირჩიოთ რაიმე ხალხური რომ სახეზ... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
29-01-2013

-მოგესალმებით.იქნებ მირჩიოთ რაიმე ხალხური რომ სახეზე შავი წერტილები მოვიშორო.რით გავიწმინდო სახე სახლის პირობებში

პასუხი
-ყველაზე შედეგიანი იქნება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და სახის გაწმენდა, სახის გაწმენდის შემდეგ კოსმეტოლოგები ზრუნავენ ფორების შევიწროვებაზე, რათა გაფართოვებული არ დარჩეს ფორები და მასში ჭუჭყი ადვილად არ ჩაჯდეს. ჩვენ შემოგთავაზებთ სახლის პირობებში კანიდან შავი წერტილების მოშორების 3 მეთოდს. მეთოდი 1- თმები გადაიწიეთ შუბლიდან, გაწმენდის დროს ხელი რომ არ შეგიშალოთ.
გაიკეთეთ სახეზე კანის გამახურებელი კომპრესი (ბალახების ცხელ (მაგრამ კანი არ უნდა დაგწვათ) ნაყენში დასველებული ნაჭრით). თუ კანი ძალიან მგრძნობიარე და მშრალი გაქვთ, მაშინ საჭიროა ცხიმის (ზეითუნის ზეთის) ნიღბის გაკეთება. აიღეთ ორი ფინჯანი. ერთზე დააყარეთ ჩაის კოვზი „ექსტრა“ (თანაც გაცრილი) მარილი, მეორეზე დაასხით ცხელი წყალი, ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ბამბის ტამპონი გაახვიეთ მარლაში, დაასველეთ წყალში (ან წყალბადის ზეჟანგში) , შემდეგ ამოავლეთ მარილში და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში.
თუ შეიგრძნობთ წვას, მაშინ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით. გააკეთეთ 2-3 დღიანი შესვენება. თუ წვა აღარ გექნებათ, მაშინ პროცედურის გაგრძელება შეგიძლიათ. განმეორებითი წმენდა უნდა ჩატარდეს 2-3 კვირის შემდეგ.
მეთოდი 2- ერთ ჭიქა საპნიან წყალში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი "ექსტრა" მარილი. დაასველეთ ამ ხსნარში ბამბის ტამპონი და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ -ცივი წყლით.
მეთოდი 3- შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 ს.კ. რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით პრობლემურ ადგილებზე, როცა ეს მასა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად