სისტემატიურად მაწუხებს გამონაყარი სახეზე,ერთი წლის... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

29-01-2013

-სისტემატიურად მაწუხებს გამონაყარი სახეზე,ერთი წლის უკან ვიმკურნალე დერმატოლოგთან და შედეგიც მქონდა,მაგრამ ეხლა ისევ დამიწყო ნიკაპის ტერიტორიაზე ძირითადად,თან ისე დამიზიანდა ნიკაპზე და ტუჩის მიდამოებში კანი რომ კანქვეშა კაპილარები მაქვს დაზიანებული და წითელი ლაქები დამრჩა, რომელსაც მეუბნებიან რომ მხოლოდ ლაზერული აპარატითაა ამ სიწითლეების გაქრობა,მირჩიეთ როგორ ვებრძოლო აბ პრობლემას?

პასუხი
-საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება ნიკაპზე აკნე; ნიკაპზე გამონაყარისგან რომ გათავისუფლდეთ პირველ რიგში უნდა განიკურნოთ შინაგანი დაავადებებისგან, რომელიც ხშირად ამ ჩივილის მიზეზია. ეს მიუთითებს ენდოკრინული და საჭმლის მომნელებლი სისტემის დარღვევაზე;
ზუსტი მიზეზის დასადგენად კი უნდა მიმართოთ ექიმს. ყურადღება უნდა მიექცეს კოსმეტიკურ პროცედურებსაც. ყველაზე ეფექტური მეთოდი კვანძოვანი გამონაყარისა და ნაწიბურიებისთვის არის ოზონოთერაპია.
ჩვეულებრივ მიზეზი არის ხოლმე საკვერცხეების არასწორი მუშაობა; მკურნალობა იწყება ჰორმონალური ფონის კვლევით. უნდა განისაზღვროს მამაკაცური ჰორმონების დონე ორგანიზმში.
მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს:
* იმუნიტეტის დაქვეითება;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტი; საკვების არასრული ათვისება, რაც იწვევს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას, რომელთა ნაწილი გამოდის გარეთ, კანზე.
* ნიკაპზე გამონაყარი შეიძლება პროვოცირებული იყოსა არასწორი კვებით, ცხოვრების წესით, მავნე ჩვევებით, არასწორი ჰიგიენით (მაგალითდ თუ ჩვევად გაქვთ ნიკაპის ხელით წვალება - არა აქვს მნიშვნელობა ხელი სუფთა იქნება თუ ჭუჭყიანი);
არანაკლებ მნიშვნელოვანია მემკვიდრეობაც.
ექიმთან მისვლის და მიზეზის დადგენის პარალელურად გაითვლისწინეთ ასეთი რჩევები:
* დილით გაიწმინდეთ ნიკაპი ყურძნით, იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც დეზინფექცია უკეთებს კანის ზედა შრეებს, ასევე ყურძენი შეიცავს მჟავას , რომელიც აქრობს აკნეს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ სალიცილი-რეზორცინიანი სპირტი სახის გასაწმენდად, თეთრი კასტელანის ხსნარი-ელემენტებზე, დუაკის გელი გამონაყარზე.
მიაკითხეთ კოსმეტოლოგიურ სალონს,სადაც შემოგთავაზებენ სხვადასხვა მეთოდს: სახის ჰიგიენურ წმენდას; ქიმიურ პილინგი; მეზოთერაპია; მკურნალობა თხევადი აზოტით; ლაზერული თერაპია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად