მოგესალმებიით ვარ ორსული 5 თვის და 2 კვირის, 5 თვე... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

29-01-2013

-მოგესალმებიით ვარ ორსული 5 თვის და 2 კვირის, 5 თვეზე პატარა იყო 450 გრამი მითხრეს რომ დიდი იყო და თუ ასე გავაგრძელე საკეისრო დამჭირდება ვარ დიეტაზე მირჩიეთ რა მივიღო? მაგალითად ფაფები რომელი არ ასუქებს? არ ვიცი რა ვჭამო ხოლმე არადა ძალიან მშია სულ

პასუხი
-ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, ნაყოფის სრულყოფილი ზრდა-განვითარებისა და მშობიარობის ნორმალური წარმართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას რაციონალური კვება წარმოადგენს. სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს ანემიის, ორსულთა ტოქსიკოზის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და სხვა გართულებათა პროფლაქტიკაში. ქალი ორსულობის განმავლობაში დაახლოებით 8-11 კგ-ს იმატებს. ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში წონის ჭარბმა მატებამ შესაძლოა ნაყოფის მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს.
ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გ-ს უნდა იმატებდეს. გასათვალისწინებელია, რომ ორსულის წონის მატება ხდება ნაყოფის (დაახლოებთ 3,5 კგ), საშვილოსნოსა და სანაყოფე წყლების (650-900 გ), სარძევე ჯირკვლებს გადიდების (400 გ), მოცირკულირე სისხლისა და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის (1,2-1,8 კგ) ხარჯზე. თვით დედის ცხიმოვანი ქსოვილის ნამატი დაახლოებით 1,6 კგ-ია.
რაციონალური კვების უმნიშვნელოვანესი პირობაა განსაზღვრული რეჟიმის დაცვა, რომლის დარღვევა არა მარტო დედას აყენებს ზიანს, არამედ არასასურველ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზეც. ორსულობის პირველ ნახევარში ქალის კვება მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ორსულობამდელი კვებისგან, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორსულობის I ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი), ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება. ორსულობის დასაწყისიდან (დადგენიდან) მოყოლებული მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში მცირე სიმაღლისა (150 სმ) და წონის (50 კგ) ქალის დღიური რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 2100-2300 კკალ-ს, ამასთანავე, ცილა მასში 90-100 გ უნდა იყოს, ცხიმი - 55-65 გ, ნახშირწყლები - 290-320 გ.
საშუალო სიმაღლის (155-165 სმ) და წონის (55-60 კგ) ქალისთვის კალორიების დღიური ჯამი 2400-2700 კკალ-ა, ცილების ნორმა - 110 გ, ცხიმებისა - 75 გ, ნახშირწყლებისა - 3350 გ.
მაღალი (170-175 სმ) ორსულებისთვის კი საჭიროა 2700-2900 კკალ, 120-125 გ ცილა, 75-85 გ ცხიმი, 360-400 გ ნახშირწყლები. ორსულობის პირველ ნახევარში მისაღებია ოთხჯერადი კვება შემდეგ საათებში: საუზმე - 8.00-9.00 სთ; ლანჩი - 11.00-12.00 სთ; სადილი - 14.00-15.99 სთ; ვახშამი - 18.00-19.00 სთ და 21.00 სთ-ზე - ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი - 20%-ს; სადილი - 40%-ს, ვახშამი კი 19%-ს.
ჭამის შემდეგ აუცილებელია დასვენება, მაგრამ აქტიური.
ორსულმა ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მაინც უნდა მიირთვას.
ორსულობის II ნახევარში ცილაზე მოთხოვნილება კიდევ უფრო იმატებს, ამიტომ ტანდაბალი ორსულის დღიური რაციონი 2400-2600 კკალ-ს უნდა შეადგენდეს, ცილების შემცველობა მასში 100-110გ უნდა იყოს, ცხიმებისა - 70-74 გ, ნახშირწყლებისა - 330-360 გ. საშუალო სიმაღლის ორსულისთვის საჭიროა 2800-3000 კკალ, 120 გ ცილა, 85გ ცხიმი, 400 გ ნახშირწყლები. მაღალ ორსულებს სჭირდებათ 3000-3300 კკალ, 120-140 გ ცილა, 85-100 გ ცხიმი, 410-440 გ ნახშირწყლები.
ორსულობის მეორე ნახევარში მიზანშეწონილია 5-6-ჯერადი კვება, თანაც ორსულმა მთელი დღის ულუფის უდიდესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში უნდა მიირთვას. საუზმე დღიური ოდენობის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი - 15%-ს, სადილი - 40%-ს, სამხარი - 5%-ს; ვახშამი - 10%-ს.
ორსულმა უნდა დაიცვას კვებითი პირამიდის პრინციპი. მის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული, მაკარონი. ეს პირამიდის საფუძველია. ხილი და ბოსტნეული მომდევნო საფეხურზეა განლაგებული. მესამე დონეზე ანუ შედარებით მცირე რაოდენობით წარმოდგენილია რძის ნაწარმი, ხორცი და პარკოსნები, კვერცხი და კაკალი. პირამიდის წვერზეა ცხიმი (ზეთი), ტკბილეული. მათი მიღება რეკომენდებულია მცირე რაოდენობით.
ორსულისთვის სასარგებლოა:
*მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
*ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
*ხორცი, თევზი, კვერცხი;
*ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებმარილიანი ყველი, ხაჭო.
ორსული უნდა ერიდოს:
*კოფეინის შემცველ სასმელებს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას. თუ ძალიან უნდა, დღის განმავლობაში შეუძლია 1-2 ჭიქა დალიოს;
*ალკოჰოლს - ნაყოფისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლიც კი ბევრია. ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, ნაყოფს სერიოზული ზიანი მიაყენოს;
*თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთად ოთახში ყოფნას;
*ჭარბ შაქარს და ტკბილ საკვებს - კანფეტებს, ნამცხვრებს;
*ჭარბ მარილს და მარილიან პროდუქტს - მარინადებს, მწნილებს, საწებლებს;
*ჭარბ ცხოველურ ცხიმს - კარაქს, არაჟანს, ხორცის ნახარშს;
*კონსერვებს, რომლებიც შესაძლოა იქცეს ისეთი საშიში ინფექციის წყაროდ, როგორიც არის ბოტულიზმი;
*არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის ნაწარმს;
*ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს ან თევზს;
*თოხლო და უმ კვერცხს;
*გულ-ღვიძლს. სითხის მიღების რეჟიმი ორსულმა დღეში უნდა მიიღოს, სულ მცირე, რვა ჭიქა სითხე. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სითხის შეზღუდვა შეშუპების დროსაც კი არ შეიძლება. მთავარია, ორსულმა არ მიიღოს დღეში სამ ჭიქაზე მეტი კოფეინის შემცველი სასმელი: ჩაი, ყავა, გაზიანი (არამინერალური) წყალი. მეორე მხრივ, ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის ბუშტი ქალს აიძულებს ტუალეტში საათში ერთხელ მაინც იაროს, მას შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევენ. ვიტამინები და ელემენტები ორსულს დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა. რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი.
ფოლიუმის მჟავათი მდიდარია საფუარიანი პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა და პომიდორი. კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და რძის ნაწარმი, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.
რჩევების მიღება შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდიდან
"რა რგებს და რა ვნებს ორსულებსა და მეძუძურ დედებს",
http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/2833-ra-rgebs-da-ra-vnebs-orsulebsa-da-medzudzur-dedebs.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად