ზუსტად არ ვიცოდი რომელ კატეგორიაში უნდა დამსვა ეს... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-01-2013

-გამარჯობათ, ზუსტად არ ვიცოდი რომელ კატეგორიაში უნდა დამსვა ეს კითხვა და ზოგადად მამაკაცი ავირჩიე.ვარ 16 წლის და მაინტერესებს ყოველ დღე ძელზე რომ ჩამოვეკიდო 3-5 წუთამდე ოღონდ ერთ ბაშად რამდენს მოვიმატებ ? და ყველაზე კარგი დრო როდისაა ჩამოკიდების დილით თუ საღამოს ?

პასუხი
-ზრდასრულად ითვლება 20 წლის ვაჟი, თუმცა ყველაფერს განსაზღვრავს ზრდის ზონა. როცა ეს ზონები იხურება, ხაზოვანი ზრდა აღარ ხდება. ჩვენ არ ვიცით დახურული გაქვთ თუ არა ზრდის ზონები, მაგრამ მაინც გირჩვეთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო;
ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოს მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს. ასევე გირჩვეთ გააგძელოთ ძელზე ( ,,ტურნიკზე" ) დაკიდება.
ზრდის ტემპი როგორი იქნება ამას ვერ განვსაზღვრავთ, რაც შეეხება დღის მონაკვეთს დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ დაეკიდოთ ძელზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად