მოგესალმებით, ვარ 37 წლის, მქონდა მენსტრუაციებს შო... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

26-01-2013

-მოგესალმებით, ვარ 37 წლის, მქონდა მენსტრუაციებს შორის დენები, გავიკეთე ექოსკოპიაციკლიდან მე-7 დგეს და აჩვენა შემდეგი: საშვილოსნო: ზომები ტანის სიგრძე 60X48X58მმ გადახრილია უკან და მარჯვნივ, ყელის სიგრძე 36მმ, კონტურები სწორი, ფიქსირდება ნაბოტის ცისტები დიამეტრ. 9მმ, ღრუ თავისუფალი, მიომეტრიუმის სტრუქტურა არაერტგვაროვანი, ფიბრომატოზული, ენდომეტრიუმი სწორხაზოვანი, ლორწოვანის სიგრძე 10მმ. ენდოცერვიკალური არხი დეფორმაციის გარეშე. საშვილოსნოს უკანა კედელთან ფიქსირდება სუბსეროზულ-ინტერსტიციალური ფიბრომატოზული კვანძი ზომით 40X34 ფერადი კარტირებით(რას ნიშნავს ეს, საშიშია?) კვანძის ირგვლივ ფიქსირდება გაძლიერებული ვასკულარიზაცია, ასევე უკანა კედელთან ფუძესთან ახლოს ფიქსირდება ინტერსტიციალური კვანძი ზომით 21X20მმ(ოქტომბერში გაკეთებული ექსო პასუხად პირველი კვანძი იყო 34X32მმ მეორე 9X6მმ). საკვერცხეები: მარჯვენა ზომიტ 23X18X19,6მმ მოცულობა 4,42 საკვერცხე ვიზუალიზდება საშვილოსნოს ფუძესთან ახლოს ექოგენობა საშუალო, მარცხენა: 31,8X25,9X29,1მმ მოცულობა 12,3 ძალიან გთხოვთ, ამიხსნათ ამ ექოს შედეგი, და რა ზომებს უნდა მივმართო, რა მკურნალობას.რამდენად საშიშია და როგორი კლინიკური სურათია, და კიდევ ამ შემთხვევისთვის რამდენად მიზანმიმართულია ჰომეოპათიური მკურნალობა? რას მირჩევთ. მადლობა.

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ ,,ელიტა მედის“ მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი

-საშვილოსნოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომერტიუმის) სისქე მენსტრუალური ციკლის მე-7 დღისთვის არის ნორმასთან შედარებით სქელი, ვინაიდან თან აღნიშნავთ სისხლდენებს, აუცილებელია ჩაიტაროთ საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა და მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა,ასევე აუცილებელია პაპ -ტესტი და სისხლში ესტრადიოლის დონის განსაზღვრა. საშვილოსნოს ფიბრომატოზული გადაგვარების გამომწვევ ფაქტორად ითვლება ჰორმონალური დარღვევები.მკურნალობის მიზნით ინიშნება ჰორმონალური მედიკამენტები,ჰომეოპათიური პრეპარატების ჩართვა მკურნალობის კურსში შესაძლებელია ერთ-ერთ კომპონენტათ.კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში( სისხლდენები,ტკივილი, საშვილოსნოს და ფიბრომატული კვანძების ზომაში მომატება)ტარდება ოპერაციული მკურნალობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად