პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ თქვენი გულისხმიე... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

26-01-2013

-პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ თქვენი გულისხმიერებისთვის. ძალიან მეხმარება თქვენი რჩევები. მყავს 3 წლის ვაჟი. თვეების რომ იყო გავუკეთეთ თიაქარის ოპერაცია, საზარდულის მარჯვენა მხარეს. მოგვიანებით, როცა ექიმსს ისევ ვანახეთ პროფილაკტიკისთვის, თქვა, რომ მარცხენა სათესლე პარკი არ იყო კარგად ჩამოსული და 3 წლის რომ გახდება ისევ მომიყვანეთო. ასექ მოვიქეცით, ხელით გასინჯა და გვითხრა, რომ პარკი იყი ჩამოსული, მაგრამ მასში ცოტაოდენი სითხე ისინჯებოდა. მკურნალობა არ დაუნიშნა, არ საჭიროებსო. ამ გასინჯვიდან 5 დღის მერე შემავჩნიეთ რომ იმავე მარცხენა ჯირკვალში თვალით შესამჩნევი იყო პარკი, რომელიც ზედაპირზევე კარგად ჩანდა, თითქოს გადიდებული იყო, ხელის დადებისას ბავშვი არ ტირის. ამავე პერიოდში ბავშვს შეხვდა ვირუსი, სიცხით, კუჭის აშლილობით და პირღებინებით. არ ვიცი, ერთმანეთთან კავშირში შეიძლება იყოს თუ არა არა. მაინტერესებს, რას მირჩევთ, სასწრაფოდ ვანახოთ ექიმს? ექიმის მიერ ხელით გასინჯვას ხომ არ შეიძლება გამოეწვია პროვოცირება? გმადლობთ და ველოდები თქვენს პასუხს.

პასუხი
-ექიმის ხელით გასინჯვას აღნიშნული მდგომარეობის პროვოცირება არ შეეძლო, ვირუსულ ინფექციას კი ნამდვილად შეეძლო მოეხდინა ამის პროვოცირება. აუცილებელია ვირუსული ინფექციის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თუ სათესლე პარკში სითხის არსებობა კვლავ შესამჩნევი იქნება მიმართოთ ექიმს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად