ვარ ნახევარი თვის გათხოვილი,თავიდან ქმართან ურთიერ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-01-2013

-გამარჯობათ,ვარ ნახევარი თვის გათხოვილი,თავიდან ქმართან ურთიერთობა ძალიან მეტკინა,შემდეგ მეოთხე დღეს დენა დამეწყო და ციკლის დამთავრების შემდეგ კვლავ განვაახლე ქმართან კავშირი,ოღონდ ისევ მტკივა და არანაირ სიამოვნებას არ ვგრძნობ სექსის დროს,ეს გამოსწორდება? თუ თავიდან ახასიათებს?კიდევ სექსის შემდეგ რომ ვშარდავ საშინლად მეწვება.რისი ბრალი უნდა იყოს? გინეკოლოგთან ვერ წავალ თებერვლის ბოლომდე და გთხოვთ მიპასუხეთ შეკითხვებზე

პასუხი
-ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რომლებიც შეიძლება ქალებში სექსის დროს ტკივილს იწვევდეს:
1. დეფლორაცია - საქალწულე აპკის დარღვევა პირველი სქესობრივი აქტის დროს.
2. ვაგინიზმი - გარეთა სასქესო ორგანოების კუნთების სპაზმი მათი მომატებული მგრძნობელობის გამო. ვაგინიზმი ხშირად ვითარდება იმ ქალებში, რომელთაც პირველი სქესობრივი აქტის დროს ძლიერი ტკივივლი ჰქონდათ და ქვეცნობიერად დარჩათ შიში და უსიამოვნო განცდა, რომელიც ყოველი სქსობრივი კონტაქტის დროს იჩენს თავს კუნთების სპაზმის სახით. ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა, ვიდრე გინეკოლოგიური. ასეთ დროს ტკივილის მიზეზი მამაკაცი კი არა, თავად ქალია, რომლის კუნთოვანი სისტემა მზადაა ტკივილისათვის. ქალმა უნდა შეძლოს ქვეცნობიერში დამალული მიზეზის აღმოჩენა და მისი დაძლევა. თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო.
3. საქალწულე აპკის არასრული დარღვევა - ზოგჯერ საქალწულე აპკი ისეთი აგებულებისაა, რომ მრავალჯერადი სქესობრივი აქტის დროსაც კი ვერ ხდება მისი მთლიანობის დარღვევა და მხოლოდ ნაწილობრივ იხევა. ასეთ შემთხვევაში ქალს სექსის დროს ტკივილი აქვს. მშობიარობის შემდეგ კი უკვე ირღვევა აპკის მთლიანობა და ტკივილებიც ქრება.
4. საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი. 5. ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები.
6. მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები.
7. ენდომეტრიოზი - მისი ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტუაციის წინ და მენსტრუაციის დამთავრებისთანავე გაივლის. აგრეთვე ახასიათებს გამონადენი.
8. მენჯის ნერვების ნევრალგია.
9. ვენური შეგუბება - როცა სქესობრივი ცხოვრება არარეგულარულია, სასქესო ორგანოებისადმი სისხლი გამუდმებით მიედინება, უკუდინება კი არ ხდება, ამიტომ ქალს მუდმივად აქვს სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი აქტის შემდეგ - ამის წამალი რეგულარული სქესობრივი თანაცხოვრებაა.
10. ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა - როცა ქალს არ სურს სქესობრივი ურთიერთობა, აქვს ბართოლინის ჯირკვლის პათოლოგია, ან დარღვეული აქვს ჰორმონული ფონი, შესაძლოა სეკრეტი, რომელიც სქესობრივი კონტაქტისათვის აუცილებელია, არასაკმარისად გამოიყოფოდეს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.
ხოლო რაც შეეხება ანორგაზმიას  - ორგაზმის განცდის უუნარობას - ახალგათხოვილებში არც თუ იშვიათია, და დაროთა განვალობაში წესრიგდება, მაგრამ არ არის გამორიცხული თქვენს შემთხვევაში ტკივილიც იყოს მიზეზი, ამიტომ თუ ჩივილი (ტკივილი და წვა) გაგრძელდა უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად