თვალების ქვეშ მაქვს ჩაშავებული და ჩაცვენილი ადგილ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

23-01-2013

-გამარჯობათ თვალების ქვეშ მაქვს ჩაშავებული და ჩაცვენილი ადგილებიი ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს და რა ვქნა ძალიან გთხოვთ მითხარით ან რომელ ეექიმთან უნდა მივიდე?

პასუხი
-თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც. თვალების ჩაშავების მიზეზი თვალის ირგვლივ მდებარე კანის სისხლძარღვთა, კერძოდ, წვრილი ვენების გაფართოება და მათი გამჭვირვალობის მომატებაა. ლურჯი რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია: გამოუძინებლობა და გადაღლა; კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა; სტრესი; დეპრესია; თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს; კანის დაბერება (ეს თქვენ არ გეხებათ) - თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანი სხეულის სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს; გაუწყლოება; ნიკოტინი - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება. თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი, დაბალანსებული კვება, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, სტრესული სიტუაციების თავის არიდება, კვების რაციონში მარილის შეზღუდვა.
არსებობს სპეციალური კრემები (მოიკითხეთ აფთიაქში ან პარფიუმერიის მაღაზიებში, ან კოსმეტიკურ სალონებში).
გარდა ამისა, დილაობით სახე ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ, უკეთესია თუ კუბიკები მცენარეული ნაყენისგან იქნება დამზადებული; ქუჩაში, მზეზე გასვლისას ყოველთვის გაიკეთეთ მზის სათვალე; სვით ტომატის წვენი, გამოიყენეთ პიტნა, ლიმონის წვენი, ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც უხვად შეიცავენ E ვიტამინს;
თუ მოიხმართ, შეამცირეთ სპირტიანი სასმელების და ნიკოტინის გამოყენება, შეზღუდეთ ყავა, და ცხიმიანი ხორცი;
გაიკეთეთ მასაჟი თვალების ირგვლივ, ნუშის ზეთის გამოყენებით, 3 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა: წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები ფრთხილად დაილაგეთ თვალების ქვემოთ, ზემოდან დაიფინეთ სველი ბამბის ტამპონი, გაიჩერეთ 10 - 15 წუთი. ან 1ს/კ ტომატის წვენი, 1ჩ/კ ლიმონის წვენი და პურის ფქვილი ერთმანეთში აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა, წაისვით თვალების ქვემოთ, გაიჩერეთ 10 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
ან
- 1 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე, დაიდეთ თვალების ქვემოთ და გაიჩერეთ 20 წუთი. თუ სილურჯე არც მემკვიდრეობითია და არც დასვენების შემდეგ ქრება, ის შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა ესტუმრეთ ექიმს, რათა დაადგინოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილება რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადებას:
-ზოგჯერ სილურჯე ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბად ორგანოთა სისტემის არასრულფასოვანი მუშაობით არის გამოწვეული. -ლურჯი რგოლები შესაძლოა თირკმელთა მუშაობის დარღვევის მაუწყებელიც იყოს. როცა ორგანიზმში სითხის ცვლა დარღვეულია, ჭარბი სითხე უჩვეულო ადგილებზე იდებს ბინას. ასეთ დროს სიშავეს აუცილებლად ერთვის შეშუპება და ტომრები ქუთუთოებზე.
-ზოგჯერ ლურჯი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პირველი ნიშანია.
კომენტარები
02 ივნისი 2016 16:16
გამარჯობა, თვალების ქვეშ მაქვს ჩაშავებული სავარაუდოდ მემკვიდრეობითი და მაინტერესებს რადგან მემკვიდრეობითია არაფერი მიშველის? დიდი მადლობა წინასაწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად