. 7 თვის ბავშვი მყავს და ამოსდის კბილები. ქვემოთ 2... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

21-01-2013

-გამარჯობათ. 7 თვის ბავშვი მყავს და ამოსდის კბილები. ქვემოთ 2 უკვე ამოუვიდა 1 თვის წინ. ახლა კიდევ წამოუვიდა ეტყობა და ხასიათი შეეცვალა. მეოთხე დღეა კუჭი აქვს აშლილი ადრე თხლად გადიოდა მერე ექიმმა "ანასეპტი" და პრობილაკი დაგვინიშნა. ისე თხლად აღარ გადის მარა მაინც ხშირად გადის. ყოველი ჭამის მერე და კიდე შუალედში ერთხელ. რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს? რამე სერიოზულია თუ კბილების ბრალი იქნება? გთხოვთ მიპასუხეთ.

პასუხი
-ბავშვების დიდ ნაწილში ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. თუმცა ხშირია გაღიზიანების პერიოდები, ტკივილები, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევები. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ამ პროცესს ახლდეს ძლიერი ტკივილებიც. ასეთ შემთხვევაში სასურველია მშობელმა გაიაროს კონსულტაცია პედიატრთან ან ბავშვთა სტომატოლოგთან.
კბილების ამოჭრის პერიოდში ბავშვს ძლიერ ექავება ღრძილები, ამიტომ ცდილობს, ყველაფერი, რასაც ხელს წაატანს, პირში ჩაიდოს, რასაც არცთუ იშვიათად მოჰყვება პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა, პირღებინება). ბავშვი წრიალებს, ცუდად სძინავს, ცუდად ჭამს, რაც იმუნიტეტს ასუსტებს და ორგანიზმს სასუნთქი გზებისა თუ ნაწლავური ინფექციებისადმი მოწყვლადს ხდის.
ამ დროს ბავშვი მოარიდეთ უცხო პირებთან კონტაქტს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პირში მხოლოდ სუფთა ნივთები ჩაიდოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად