სალამი, ადრე დაგისვით კითხვა რომ მინდა ფიზიკურად ძ... | ფიტნესი და სპორტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფიტნესი და სპორტი

კატეგორია - ფიტნესი და სპორტი

08-11-2012

-სალამი, ადრე დაგისვით კითხვა რომ მინდა ფიზიკურად ძალიან ძლიერი გავხდე მეთქი უფრო მინდა რომ ხელები გამიძლიერდეს მეთკიდა ტანზემოთ და თქვენ მითხარიტ რომ სპორტულ დარბაზში უნდა მიხვიდეო და ახლა არ მაქვს მაგის საშუალება რომ მივიდე და სახლის პირობებში რომ ვივარჟიშო ხელები რომ გამიძლიერდეს მაგისთვის რა ვარჯიშები უნდა ვაკეთო სახლის პირობებში, აი აჯიმანიები რომ ვაკეთო მაგ მხრივ ექნება ეფეკტი? და კიდევ როგორი კვებაა საჯირო ძალისთვის იქნებ ზოგადათ ეგეც მითხრათ

პასუხი
-უნდა ივარჯიშოთ ჰანტელებით, სიმძიმეებით. უპირატესობა ცოცხალ საკვებს/სითხეებს მიანიჭეთ, სპორტსმენის მენიუში საერთოდ არ უნდა შედიოდეს ისეთი მზა პროდუქტები, როგორებიცაა ძეხვეული, შაშხი, სწრაფი მომზადების სუპები, კონსერვები. ასეთი პროდუქტების შემადგენლობაში უხვად შემავალი ნიტრატები და ნიტრიტები უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. პოლიუჯერი ცხიმებით მდიდარია თხილი, კაკალი, ნუში, არაქისი, მცენარეული ზეთი.
ძალისმიერი სპორტი ზრდის ვიტამინებისა და ცილების მოთხოვნილებას. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველური წარმოშობის ცილებს. ასეთი ცილებით მდიდარია კვერცხი, ხორცი, თევზი, რძე და რძის ნაწარმი, თუმცა ცილების შემადგენლობა მათში სხვადასხვანაირია. შეგვეძლოს საკვების კვებითი ღირებულების გაზრდა ერთმანეთთან მათი შეხამებით. მაგალითად, წიწიბურას ფაფას, რომელშიც ცოტაა ამინომჟავა ლიზინი, უმჯობესია დააყოლოთ ერთი ჭიქა რძე, რომელშიც ლიზინი ბევრია.ნაღების კარაქი, ნატურალური არაჟანი, ნაღები, თევზის ქონი, მცენარეული ზეთები მეტად ღირებულია, რადგან შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, E, K, F), რომლებიც არ არის ცხვრის, ძროხის ან ღორის ცხიმში. რეკომენდებულია კარაქის დამატება ფაფაში, პიურესა და სხვა ცხელ კერძებში. შეიძლება კარაქიანი ბუტერბროდის მიცემა ჩაისთან ან რძიან კაკაოსთან ერთად. სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთით შეიძლება შევაზავოთ ბოსტნეულის სალათა და წვნიანი. ენერგიის ძირითადი წყაროს, ნახშირწყლების, მოთხოვნილება სასურველია შეივსოს არა საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილეულის, არამედ ბურღულისა და ბოსტნეულის მეშვეობით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად