, ვარ 24 წლის ბიჭი. დაახლოებით 3 წელია მაქვს გამუდ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

08-11-2012

-გამარჯობა, ვარ 24 წლის ბიჭი. დაახლოებით 3 წელია მაქვს გამუდმებით სიცხე 37 - 37.4 დღის გარკვეულ მონაკვეთში (შუადღის 12-დან ღამის 10 საათამდე) რომელსაც თან ახლავს საერთო სისუსტე. ძალიან ბევრი გამოკვლევა მაქვს გაკეთებული თუმცა მიზეზი ვერ დაადგინეს. ბოლოს გავიკეთე ანალიზი TSH და ებშტეინ ბარის ვიურსზე თუმცა აქაც ყველაფერი ნორმაშია. 1 კვირაა დამეწყო შარდვისას წვა რომელიც უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. აქამდე სხვა არანაირი გართულება არ მქონია და რას მირჩევთ რაზე ჩავიტარო გამოკვლევა? დიდი მადლობა.

პასუხი
-მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. 37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი; ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი (მამაკაცებში), საშვილოსნოს დანამატების ანთება (ქალებში). ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები - მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა. ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება. გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,30C-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ.
მოკლედ დასკვნის სახით, ასეთ შემთხვევაში თერაპევტმა უნდა გამორიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი, გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა და/ან გინეკოლოგიური (ქალის შემთხვევაში); თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
კონკრეტულად თქვენს შემთხვევას რაც შეხება, ამ პერიოდისთვის გესაჭიროებათ უროლოგის კონსულტაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად