მოგესალმებით! ვარ 16 წლის მინდა კბილები გავითეთრო... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

07-11-2012

-მოგესალმებით! ვარ 16 წლის მინდა კბილები გავითეთრო ლაზერით შეიძლება თუ არა ჩემი ასაკისთვის? მითხარით მისი უარყოფითი მხარეები. მადლობთ!

პასუხი
-სტომატოლოგთან უშუალო ვიზიტის შემდეგ იქნება შესაძლებელი კბილების გათეთრების მეთოდის შერჩევა. ხშირად კბილების გაწმენდის შემდეგ კბილი ისე თეთრდება, რომ აღარც კი ხდება საჭირო გათეთრების პროცედურის ჩატარება. რაც შეეხება გათეთრებას ლაზერით მას აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები;
ჩვენებები
ლაზერული გათეთრება ეფექტურია კბილების ასაკობრივი გამუქების, მუქი ლაქების, ხაზების და დენტინის ქსოვილების ღრმად შეღებვის დროს.
უკუჩვენებები
ლაზერული გათეთრების უკუჩვენებებია ორსულობა და ძუძუთი კვება, მინანქრის ზემგრძნობელობა, მათეთრებელი გელის კომპონენტებისადმი აუტანლობა და ალერგია, კბილების ფესვების გაშიშვლება, ასევე კბილების აგებულების ინდივიდუალური თავისებურებები, მაგალითად, დიდი ზომის პულპის საკანი.
გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენ გაქვთ ბჟენები წინა კბილებზე, მათი ფერი გათეთრების შემდეგ არ შეიცვლება და ძალიან შესამჩნევი გახდება უფრო ნათელ ფონზე. ამიტომ, ექიმები გვირჩევენ გათეთრების შემდეგ შეცვალოთ ბჟენები ახალი ფერის ტონში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად