ვარ 24 წლის, ბოლო რამოდენიმე წელია(3-4) სახეზე მაყ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

07-11-2012

-ვარ 24 წლის, ბოლო რამოდენიმე წელია(3-4) სახეზე მაყრის პრიშიკები, დერმატოლოგთან არ მივსულვარ, რა საშუალება აღარ ვიხმარე მაგრამ დროებით აჩერებს მხოლოდ გამონაყარს,ამის გარდა ხელით ვაწვალებდი და დამრჩა წითელი წერტილები(ლაქებად) ეს 2 პრობლემა როგორ შეიძლება მოვაგვარო ?? დაწვრილებით რო ამიხსნათ გთხოვთ (((

პასუხი
-ფერიმჭამელების მიზეზი ცხიმიანი კანია, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმში გქონდეთ ჩირქოვანი ქრონიკული პროცესი (მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი), რაც ახდენს გამონაყრის განვითარების პროვოცირებას, ან ჰორმონალურ დარღვევასთან გვქონდეს საქმე. ფერიმჭამელა უბრალო კოსმეტიკური დეფექტი კი არა, სერიოზული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია, სამუდამო კვალი დაამჩნიოს სხეულს. ფერიმჭამელა (აკნე) უმიზეზოდ არ ჩნდება - ის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებაზე (პათოლოგიაზე) მიუთითებს, ამიტომ როდესაც ეს დაავადება იჩენს თავს, უნდა მიმართოთ არა მხოლოდ დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს, არამედ გინეკოლოგს, ენდოკრინოლოგს, უროლოგს, თერაპევტს.
უნდა გამოირიცხოს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა აუცილებლად გამოიკვლიეთ ყელი ქრონიკული ინფექციური კერის გამოსარიცხად, ასევე გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავთა სისტემის ფუნქციონირება და სხვა. და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზები (ჰორმონალური ფონი). შეარჩიეთ ექიმი, რომელიც ფლობს კლასიკური დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობაც შეუხამეთ.
ამის შემდეგ ადგილობრივად გირჩევთ შემდეგს: დაიცვათ კანის სისუფთავე, ამ მიზნით დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე. მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ უნიტონი ან ნეოტინი მალამო 2-ჯერ დღეში 1 თვე. გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი.
ერთ საშუალებასაც გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანვის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ ხსნარით პრობლემური კანი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად