ძალიან მაინტერესებს თმის გადაპარსვა მართლა კარგია... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-11-2012

-გამარჯობათ ძალიან მაინტერესებს თმის გადაპარსვა მართლა კარგია თმის გასახშირებლად ან გასაძლიერებლად?ვარ ქალი მაწუხებს ტმის ცვენა დიდიხანია. შემითხელდა თმა, თუმცა სქელი არც არსოდეს მქონია,როცა არმცვივა ზომიერია არც სქელი არც თხელი,ვარ 35 წლის.მინდა უფრო სქელი მქონდეს თმა და ამისთვის მზადავარ გადავიპარსო კიდეც.იქნებ იცოდეთ რაიმე სასარგებლო და ხელმისაწვდომი ნიღაბი ან სხვა საშუალებები,წინასწარ მადლობთ.

პასუხი
-ხალხში გავრცელებული აზრი, თითქოს თმების გადაპარსვა ხელს უწყობდეს თმების გახშირებას არ შეესაბამება სინამდვილეს. გადაპარსვა არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან თმის საფარი იცავს თავის კანს და თმის ფოლიკულას გარემო ფაქტორების არასასურველი გავლენისგან, გადაპარსვით კიდევ უფრო ძლიერდება თმის ცვენა. გადაპარსვა თმის ფოლიკულისთვის არის სტრესი.
თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა დადგინდეს თმის ტიპი და შესაბამისად შეირჩეს შამპუნი, თმის მოვლის სხვა საშუალებები და დაბანის რეჟიმიც, რასაც დიდ მნიშვნელობა აქვს თმის სიჯანსაღისთვის, თმას სჭირდება ისეთივე ყურადღებით მოვლა როგორიც სახის კანს.
თმის ცვენის მიზეზის დასადგენად გირჩევთ მიმართოთ ტრიქოლოგს.
კომენტარები
23 აპრილი 2020 04:15
გამარჯობა ვარ 14 წლის. მქონდა ძალიან კარგი თმა სისქეც მქონდა და სიგრძეც მეზრდება ძალიან სწრაფად თუმცა შევიღებე და ძალიან ცუდად იმოქმედა ასევე მქონდა ნაწნავები რომლებმაც გამოიწვია თმის ცვენა ძალიან ბევრი ღერი გამცვივდა თუ კი გადავიპარსავ ამომივა ისევ ისეთი როგორიც ადრემქონდავ
14 მარტი 2016 13:28
გამარჯობათ მყავს სამი წლის ბავშვი ორი წლის უკან დაეწყო ბუდობრივი თმის ცვენა თმა გადავპარსე ანალიზები ნორმაში აქვს თმა არ ამოდის როგორ მოვიქცე ვის მივმართო ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა ამოუვიდეს მადლობა წინასწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად