მშობლები ვართ დაბლები და ძალიან მინდა ჩემი შვილი ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

07-11-2012

-მშობლები ვართ დაბლები და ძალიან მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს მაღალი მინდა რო აქედანვე შევუწყო ხელი.რა სეიძლება გავუკეთო 3 წლის ბავშვს.

პასუხი
-კვების რაციონში შეუტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც, რომელიც შეგიძლიათ 10-12 წლის ასაკში მოუმზადოთ:
25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი.
ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად