2002 წელს ქირურგიული ოპერაციის დროს ამომიღეს ... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

07-11-2012

-2002 წელს ქირურგიული ოპერაციის დროს ამომიღეს ფარისებრი ჯირკვალი. თუ არსებობს ამ ორგანოს გადანერგვა? სად და რამდენად წარმატებულია.გუშინაც დავსვი ეს შეკითხვა მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე.თუ შეიძლება დამიკონკრეტეთ სად იქნება პასუხი განთავსებული.

პასუხი
-ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის პირველი ოპერაცია 1854 წელს შიფმა გააკეთა, თუმცა ის წარუმატებლად დასრულდა, აიზელსბერგმა კი 1892 წელს საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო. ამის შემდეგ ფართოდ გაიშალა ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის ექსპერიმენტული კვლევები და ამ სფეროს უამრავი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. გადანერგვისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ის ფაქტი იწვევდა, რომ ამ ჯირკვლის სრულად ამოღების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ დიდი ცვლილებები იწყებოდა. მიუხედავად პირველი წარმატებისა, ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის ოპერაციებმა არ გაამართლა - შედეგები მეტად ხანმოკლე გამოდგა. გადანერგილი ჯირკვლის ნაწილები ატროფირდებოდა და სწრაფად გაიწოვებოდა ორგანიზმის მიერ. ბოლო დროს სპეციალური პრეპარატების აღმოჩენამ ფარისებრი ჯირკვლის გადანერგვის ოპერაცია მედიცინიდან მთლიანად განდევნა.
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცველი პრეპარატი, რაც თავიდან აგაცილებთ ჯირკვლის არარსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად