მეგობარს დიდი ხანია ძალიან აქვს კუჭ-ნაწლავის პრობ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
07-11-2012

- მეგობარს დიდი ხანია ძალიან აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, თუმცა სერიოზული პრობლემები არასდროს შეჰქმნია. თან ექიმთანაც დადიოდა და შეძლებისდაგვარად აქცევდა ყურადღებას. რაღაც პერიოდის წინ უთხრეს, რომ ნაღველა ჰქონდა გაღიზიანებული, მაგრამ დიეტაზე ცოტა ხანი იყო და შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელა კვება. ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მთელი დღე გარეთ რომ იყო საქმეებზე გამოსული, უბრალოდ ვერ ახერხებდა დიეტაზე ყოფნას. რამდენიმე დღის წინ ძლიერი შეტევა ჰქონდა. სასწრაფოს გამოუძახეს და ორი დღე ტკივილები ჰქონდა. სასწრაფოს ექიმებმა, ნაღვლის ბუჭტის ანთება გაქვსო. მეგობარმა იგივე წამლების მიღება გადაწყვიტა, რაც მანამდე დაუნიშნა ექიმმა და მკაცრ დიეტაზეც დაჯდა (თუმცა ხანდახან მაინც აპარებდა ძალიან მინიმალურად რაღაცეებს). შედეგი ჰქონდა, იმიტომ რომ ტკივილი ისეთი ძლიერი აღარ იყო და ფაქტობრივად ძალიან იშვიათად, ყრუდ სტკივა ხოლმე, მაგრამ ეხლა ამ ყველაფერს დაერთო ძლიერი გადაღლა, გამოცდების პერიოდია და ფაქტობრივად ვერ ახერხებს გამოძინებას. კვებითაც იმდენად მკაცრ დიეტაზეა, (და ქუჩაში გამოსული თან სხვას ვერაფერს შეჭამ), ფაქტობრივად ვერ იღებს ნორმალურად საჭირო ვიტამინებს. ძირითადად შავ პურზეა, ხაჭო, მაწონი, პიურე, ბრინჯი და ასეთი საკვები.. გუშინ არ ვიცი გადაღლისგან თუ რატომ, მაგრა სიცხემ აუწია და დღემდე სუსტადაა. 37-ის გარშემო ტრიალებს სიცხე და ცოტა არ იყოს ეს ფაქტი მაფიქრებს. არის თუ არა რაიმე საფრთხე? რამდენად შეიძლება რომ ნაღველას გამოეწვია სიცხეები და შესაძლოა თუ არა, რომ რეალურად გადაღლას და კვების მიზეზი იყოს? ექიმთან ალბათ გამოცდების გამო ერთ კვირამდე ვერ მივა ჯერ და მანამდე იქნებ რამე გვირჩიოთ. მადლობა და ბოდიშს გიხდით.

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ის ,,ნეოკლინიკისა" და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე.

-სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში პაციენტისთვის რაიმე კონკრეტული რჩევის ან დანიშნულების მიცემა დაუშვებელია, ჩემი აზრით, არ არსებობს ცალკე ნაღვლის ბუშტი, კუჭი, თორმეტ-გოჯა ნაწლავი და ა.შ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მხოლოდ ერთ მთლიან სისტემად უნდა განვიხილოთ და შესაბამისად, მისი მკურნალობაც მხოლოდ კომპლექსური უნდა იყოს. პაციენტი სასწრაფოდ საჭიროებს კვალიფიციური გასტროენტეროლოგის კონსულტაციასა და ადექვატურ მკურნალობას.
და კიდევ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთება სრულიად განსხვავდება ქრონიკულისაგან, ხოლო ამ პათოლოგიის მქონე ადამიანი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ.  

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად