მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ. ორსულობის შე... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

06-11-2012

-მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ. ორსულობის შემდეგ მკონდა შეკრულობა და ბუასილის ნიშნები კუჭის მოქმედების შემდეგ სისხლდენს, ტკივილი. 30 დხე ვსვი დეტრალექსი ტიტქოს ამისჰვა მაგრამ ახლა ისევ მაქვს ტკივილი კუჭის მოქმედებისას სისხლდენა და შეკრუ;ლობა არ მახასიტებს ეხლა, რა შეიძლება რომ დავლიო? ისევ დეტრალექსი? ვერ ვახერხებ ექიმტან მისვლას. და მეორე კიტხვა მეუღლე არის 25 წლის და გუშინ შეამჩნია კვანძი უკანატ6ანში და აქვს ტკივილები დაჯდომისა რა შეიძლება რომ მიიღოს მან? თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ, ვერ ვახერხებთ ექიმთან ვიზიტს. ველოდები თქვენს რჩევას. მადლობა კიდევ ერთხელ

პასუხი
-ექიმთან ვიზიტამდე გირჩევთ: ბუასილის დროს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ისეთი საკვების მიღება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ყაბზობას ანუ შეკრულობას. გარდა ამისა, აკრძალულია ცხარე საკვები, ღორის ხორცი. ყაბზობის თავიდან ასაცილებლად შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური.
ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს. დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრი სითხე მაინც.
ყაბზობისას (შეკრულობისას) აუცილებელია პირველ ეტაპზე გამოიყენოთ საფაღარათო საშუალებებიც - ლაქტულოზას პრეპარატები, გუტალაქსი.
.დაიცვათ ჰიგიენა (თბილი წყლითა და საპნით ჩაბანვა ყოველდღე და კუჭში მოქმედების შემდეგ), .ჯდომის ხანგრძლივობა შეამცირეთ (უფრო მეტად იარეთ ან წამოწექით);
.დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვები აიცილეთ თავიდან.
რადგან ხშირად გაწუხებთ სისხლდენები, რაც მეტად საყურადღებოა, აუცილებლად მოითხოვს პროქტოლოგის კონსულტაციას.
ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
გ ვ ი რ ი ლ ა - 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ს ა ნ თ ლ ე ბ ი - უმი კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ.
ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი - აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.
ჭ ი ნ ჭ ა რ ი - 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ძ ა ხ ვ ე ლ ი - 4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე. მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე. ბუასილის მკურნალობის ხალხური მეთოდი, რომელსაც უწოდებენ კავკასიურს: ცელოფნის ჩვეულებრივი პარკის „წვეტებში“ ასხამენ წყალს და შემოუკრავენ, რათა გაყინვის შემდეგ მიიღონ კონუსისებრი ყინულის „სანთელი“. გამოყენების წინ მის წვეტს მცირე დროით ჩაყოფენ ცხელ წყალში, რათა წვეტი მოუდნონ, უსვამენ სუფთა თაფლის სანთელს (შესაძლოა თაფლის სანთლის ფუძეზე დამზადებული მალამოს - კოლხური მალამოს, ფიტომალის, მარდის გამოყენება) და ათავსებენ უკანა ტანში. გარედან საჭიროა სქელი სტერილური ბინტის საფენის დადება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად