რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩემ კითხვებს. წინა კვირას გამოგიგზავნეთ შეკითხვა და პასუხიც მივიღე. ტუჩი მაქვს შეწითლებული და აქერცლილი 1 თვეა დაახლოებით. მირჩიეს ზოვირაქსის მალამო. თითიქოს უფრო გამიუარესდა. მეწვის რომ ვისვამ. ტუჩის მეორე მხარესაც გადამივიდა. ძალიან ვარ დატანჯული. ამჟამად ექიმთან ვერ მივალ. სხვა რა საშუალება შეიძლება არსებობდეს.ამ ბოლო დროს ძალიან გავხდი. ფრჩხილიც რაღაცნაირად აქერცლილი და დასერილი ამომდის. ადრინდელივით პრიალა აღარ არის. მაქვს მჯდომარე სამუშაო. ზაფხულში სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთე და ყველაფერი ნორმაში იყო.უბრალოდ ჰემოგლობინი მქონდა ზღვარს ქვემოთ.TSH-იც ნორმაში იყო. ოტორინოლარინგოლოგმა მითხრა, რომ მაქვს ფარული გლანდები და ამოსაჭრელია. ყელი არ მაწუხებს. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზი დამისვა. ციკლი ნორმალურად მაქვს.არ ვეწევი. ვარ 23 წლის, გასათხოვარი. იქნება მიპასუხოთ დაახლოებით რა შეიძლება მჭირდეს და რა ანალიზები ჩავიტარო. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
-შესაძლოა ზაფხულის შემდგომ თქვენს სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიწია, ტუჩის ჰერპესის არსებობა კი იმუნური ძალების დასუსტებაზე მეტყველებს, გირჩევთ მიიღოთ რომელიმე კომპლექსური პოლივიტამინი, რომელთა შერჩევაშიც ფარმაკოლოგები დაგეხმარებიან და ხელახლა ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი.