რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-თქვენი დახმარება მჭირდება... ჩემი პატარა 3 თვის ხდება მალე და ცხვირის სიმშრალისაგან დასაცავად ვაწვეთებ ფიზიოლოგიურ ხსნარს. ერთმა პედიატრმა მითხრა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩააწვეთეო (თუ გაეჭედა ცხვირიო) ხოლო მეორემ -ყოველდღიურად დაუნიშნა. შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? დღეში ერთხელ 2 წვეთს ვაწვეთებ და მინდა რომ ასე გავაგრძელო...ასევე მაინტერესებს, ძალას ხომ არ კარგავს ხსნარი, როდესაც თავისი პლასტმასიდან ჩემს პიპეტკიან ბოთლში ვასხავ და ისე ვიყენებ, აფთიაქთში მითხრეს,რომ გახსნილი ხსნარი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში გამოიყენებაო...მადლობა წინასწარ
პასუხი
-უმჯობესია ხსნარი მაშინ ჩააწვეთოთ, როდესაც ცხვირი გაეჭედება, ხსნარის გამოყენებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ მისი ეტიკეტზე მითითებული შენახვისა და გამოყენების წესები.