მოგესალმებით, ამ კითხვაზე პასუხი ერთხელ უკვე მივიღ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
06-11-2012

-მოგესალმებით, ამ კითხვაზე პასუხი ერთხელ უკვე მივიღე, მაგრამ გაუგებრობაში ვარ მაინც. ჩემს ერთი წლის ბიჭს ჯერაც არ აქვს მეორე სათესლე ჯირკვალი ჩამოსული. ერთი კვირის წინ მყავდა ექიმთან და მითხრა, რომ ჯერ ადრეა და კიდევ შეიძლება ჩამოუვიდეს. თქვენს საიტზე წავიკითხე, რომ მედიკამენტებითაც შეიძლება მკურნალობა, http://mkurnali.ambebi.ge/component/content/article/488-2009-01-30-21-39-33.html ექიმმა კი მითხრა,რომ მაგის წამალი არ არსებობს, ასევე ბავშვის გასინჯვის შემდეგ მითხრა, რომ ხელით ისინჯება, უბრალოდ პატარაა და სხვაგან მდებარეობს და რომ ეხოს გადაღებას აზრი არ აქვს, რადგან შეიძლება არ გამოჩნდეს.ასევე ისიც აღნიშნა, რომ ერთი სათესლე ჯირკვლითაც ჩვეულებრივ ცხოვრობენ და ეს შვილოსნობაში ხელს არ უშლის. გევედრებით, დამეხმარეთ და გამარკვიეთ, ვინაიდან, თქვენს საიტზე სულ სხვა რამ წავიკითხე. ვისთან მივიყვანო ბავშვი, მირჩიეთ კარგი სპეციალისტი.

პასუხი
-ინტერვიუში ნათქვამია, რომ სათესლე ჯირკვლის პარკში თავისთავად ჩამოსვლას მხოლოდ ორ წლამდე შეიძლება დაველოდოთ. ამ პროცესის დასაჩქარებლად შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობის ჩატარება ჰორმონული პრეპარატებით. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა 6-50%-ი. ეს მკურნალობა რამდენადაა საჭირო, ამას ინდივიდუალურად წყვეტს ბავშვთა უროლოგი.
უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად დაუშავშირდით უროლოგს  (ვისთანაც ინტერვიუ გაკეთდა).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად