რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა! შეგიძლიათ მომწეროთ როგორ დავამზადო ჰერკულესის ფაფა ისე რომ სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს...და იმისათვის რომ კანი უფრო ელასტიური გახდეს რა უნდა მივირთვათ?
პასუხი
შვრიის ფაფის მომზადების ყველაზე სასარგებლო ვარიანტი ასეთია: 3-4 სუფრის კოვზ შვრიას უნდა დაასხათ 1,5-2 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღოთ, გადმოდგათ ცეცხლიდან, ცოტა ხანი გააჩეროთ დახურულ ჭურჭელში და როცა შეგრილდება, მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ არც მარილი და არც შაქარი არ უნდა მოაყაროთ ფაფას და იგი უნდა მიიღოთ უზმოდ. ასე მომზადებული შვრიის ფაფა კარგია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს. იკვებეთ სრულფასოვნად, მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვით სიგარეტზე, ალკოჰოლზე (თუ მათ მოიხმართ), ერიდეთ მზეს (გარუჯვას), სახეზე დღეში რამდენჯერმე შეისხით მონაცვლეობით თბილი და ცივი წყალი.