მოგესალმებით..20წლის ქალიშვილი გოგო ვარ,მენსტრუაცი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

06-11-2012

მოგესალმებით..20წლის ქალიშვილი გოგო ვარ,მენსტრუაცია მაქვს არეული უკვე თითქმის 2 წელია,საკმაოდ ჭარბად მაქვს..მეწყება და მიმთავრდება ყავისფერი გამონადენით.ბოლოს ექოსკოპიაზე მითხრეს რომ მაქვს პოლიკისტოზი და ეს არის მიზეზი.ვმკურნალობ,მაგრამ ჯერ შედეგი არ მაქვს,მენსტრუაცია ისევ ჭარბად მაქვს და ტკივილებიც მომემატა,ციკლის ხანგრძლიობაც მომემატა 6 ან 7 დღე მიგრძელდება.მეუხერხულება მაგრამ სხვას ვერავის ვკითხავ,სასირცხვო ბაგეების ასიმეტრია მაქვს მგონი,ერთ მხარეს რაღაც პატარა წანაზარდივით მაქვს მცირე სასირცხო ბაგეზე და რა არის არ ვიცი,გინეკოლოგთან მისვლის კი მცხვენია,შეიძლება ჭარბ მენსტრუაციაზე ესეც მოქმედებდეს?ან ეს წანაზარდი რა შეიძლება იყოს?წელიწადზე მეტია რაც შევამჩნიე,ვრცელი კითხვისთვის ბოდიში..

პასუხი
-სირცხვილზე საუბარი ამ შემთხვევაში დაუშვებელია. თქვენ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ გინეკოლოგთან და საჭირო გამოკვლევების შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
რაც შეეხება სასირცხვო ბაგეების ასიმეტრიას, სასქესო ორგანოების ანატომიური აგებულება ყველას ინდივიდუალური აქვს.სასირცხვო ბაგეების ასიმეტრია შესაძლოა თანდაყოლილი იყოს. თუ თქვენ ეს მდგომარეობა დისკომფორტს გიქმნით უნდა მიმართოთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს. სასირცხვო ბაგეების კორექციის ოპერაცია შესაძლებელია. თუ მდგომარეობა პრობლემას არ ქმნის არ არის აუცილებელი მასზე აქცენტირება. მაგრამ თუ ასიმეტრია თანდაყოლილი არ არის და ბოლო პერიოდში შენიშნეთ მაშინ მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც ადგილზე გაერკვევა თქვენს პრობლემაში.
შემდეგი ჩივილი წანაზარდს შეეხება, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს კონდილომა, თუკი დადსტურდება საჭიროა მისი მოშორება, (საამისოდ შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდი: კრიოთერაპია - თხევადი აზოტით მოცილება, კონცეტრირებული მჟავების გამოყენება, ელექტროდანითა და მაღალსიხშირიანი გამოსხივების წყაროთი მიღებული მაღალი ტემპერატურის საშუალებით, ლაზეროთერაპია) და იმუნიტეტის მაკორეგირებელი თერაპიით.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად