. ჩემი პატარა ერთი წლის და ორი თვისაა. დღისით ჭამს... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

06-11-2012

-გამარჯობა. ჩემი პატარა ერთი წლის და ორი თვისაა. დღისით ჭამს ყველანაირ საკვებს,რაც მისი ასაკისთვის შესაფერისია, ღამით კი ძუძუთი იკვებება. მაინტერესებს რა ასაკამდეა სასურველი ბავშვისთვის დედის რძის მიღება და როგორ შეიძლება დავანებებინოთ თავი ძუძუთი კვებას ისე, რომ ბავშვი ძალიან არ გაღიზიანდეს.

პასუხი
-ძუძუთი კვება აუცილებელია წლამდე, თანამედროვე რეკომენდაციებით შეიძლება გაგრძელდეს 2 წლამდეც, თუმცა საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვისა და დედის შეხედულების მიხედვით. მაგრამ ძუძუს ის არ უნდა იყენებდეს საწოვარას მაგივრად; გარდა ამისა, გვიან ღამით და ძილში კვება 1 წლის შემდეგ დაუშვებელია. ბავშვი აუცილებლად უნდა იღებდეს სხვა საკვებსაც და ძუძუს წოვას არ უნდა ქონდეს მუდმივი ხასიათი, ის უნდა გრძელდებოდეს 15 წუთი, დღეში 4-ჯერ, სხვა დროს ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.
რაც შეეხება თავის დანებებას, სამწუხაროდ, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს. არ უნდა მისცეთ ძუძუ, რამდენიმე დღე იჭირვეულებს, მაგრამ როგორმე უნდა მოახერხოთ გართობა და მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად