მაინტერესებს სანაყოფე წყლები ამგვრეული მაქვს და თ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

06-11-2012

-გამარჯობათ, მაინტერესებს სანაყოფე წყლები ამგვრეული მაქვს და თუ შეიძლება მისი გასუფთავება? ზოგი ექიმი მკურნალობას ნიშნავს ზოგი არა და შედეგი მაინც ბევრზე ერთი და იგივე იყო წყალი ბოლოს მაინც ჭუჭყიანია. გმადლობთ.

პასუხი
-ამღვრეული სანაყოფე წყლები - ადრეულ ვადაზე უხშირესად მიუთითებს ინფექციურ პროცესზე, სანაყოფე სითხის შემღვრევა შეიძლება ნაყოფის ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) და ორსულთა ანემიის მაჩვენებელი იყოს.
თუმცა 30 კვირიდან წყლების მცირე შემღვრევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაყოფის ეპითელიუმის ჩამოფცქვნასთან, რომელიც საოფლე ჯირკვლების სეკრეტთან ერთად ამღვრევს სანაყოფე წყლებს. 35 კვირიდან შესაძლოა სანაყოფე წყლები შეიმღვრეს აქ მეკონიუმის (ნაყოფის პირველი განავალი) გამოჩენით, თუმცა ეს მაინც მის ჰიპოქსიურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
აუცილებელია ექოსკოპია დინამიკაში, ვირუსოლოგიური და ბაქტერიული კვლევა, ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა სისხლში, საშოს ნაცხის ანალიზი. მკურნალობის მიზნით გამოიყენება ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჟანგბადის პრეპარატები, ანტიჰიპოქსანტები. მიმართეთ თქვენ გინეკოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად