რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ ვარ 21 წლის ორგაზმის დროს ეს ბოლო 2 კვირაა სპერმას გამოვყოფ მცირე რაოდენობით რაც ასე არ იყო ადრე და ასოს თავის მგრძნობელობა მაქვს მომატებული მაინტერესებს რისი ბრალია და რამე პრეპარატი მესაჭიროება თუ არა?
პასუხი
-სპერმის მოცულობის შემცირებას ოლიგოსპერმი ეწოდება. იგი უნდა განვასხვავოთ ოლიგოზოოსპერმიისგან (სპემიატოზოიდების რაოდენობის შემცირება ეკულატში). ეაკულატის (სპერმის) რაოდენობა ოლიგისპერმიის დროს არ აღემატება 1-1,5 მკ, მაშინ როცა ნორმაში იგი 2-5 მლ-უნდა იყოს. ოლიგოსპერმიის მიზეზებიდან ყველაზე ხშირია ჰორმონაური ცვლილებები, სხვადასხვა თანდაყოლილი თუ გენეტიკური დაავადებები, ასპერმია და აზოოსპერმია, სახვადასხვა გენეზის ქრონიკული პროსტატიტი, ფსიქიკური გადაღლა, კონფლიქტები, ალკოჰოლი, არასრულფასოვანი კვება. ოლიგოსპერმია შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს, მაგალითად, ძალიან ხშირი სქესობრივი კავშირების ან მასტურბაციების შემთხვევაში. ამიტომ ჭეშმარიტ ილიოგოსპერმიაზე შეიძლება ვისაუბრით მხოლოდ მაშინ, თუ სპერმის ანალიზის აღებამდე 4-5 - დღის განმავლობაში მამაკაცი თავს იკავებს ნებისმიერი სახის სექსუალური კავშირებისგან. ოლიგოსპერმიას სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს. ოლიგისპერნიის დადგენის შემთხვევაში მამაკაცმა უნდა მიმართოს ანდროლოგს.