. მაწუხებს უძილობა უკვე წლებია თან ხშირად მიწევს კ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

06-11-2012

-გამარჯობა. მაწუხებს უძილობა უკვე წლებია თან ხშირად მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და იწნებ რამე მირჩიოთ?

პასუხი
-თავდაპირველად გეტყვით, რომ უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. მაგალითად, უძილობას იწვევს: ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი, არასასიამოვნო გარემო საძინებელში; ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება; ძილის წინ მაღალკალორიული საკვების მიღება; არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა; ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა (მაგალითად, სამუშაოდ ღამის ცვლაში გადასვლა, დროის სარტყლის შეცვლა); სტრესი და ემოციური გადაძაბვა; დეპრესია და ნევროზი; სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი); ტკივილი; რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.
დასაწყისში შეეცადეთ მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი, რაზეც ზემოთ მიგითითეთ ყურადღება მიაქციეთ ამ მიზეზების აღმოფხვრას, ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად, ამასთან, ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა მიიღოთ; ნერვული დაღლილობის მოსახსნელად სასარგებლოა აბაზანის მიღება ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა – 38-40 გრადუსი უნდა იყოს. ასეთი აბაზანა უფრო ეფექტური იქნება, თუ მასში ჩაუმატებთ დამამშვიდებელ ბალახებს.
ნევროლოგთან კონსულტაციის გარეშე შეიძლება გირჩიოთ ვალერიანი ან სხვა მცენარეული დამამშვიდებლები, რომელთა შერჩევაშიც ფარმაცევტები დაგეხმარებიან. თუ შედეგს ვერ მიიღებთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს, სწორედ იგი შეგირჩევთ გამოკვლევის შემდეგ ეფექტურ პრეპარატს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად