რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვარ 26 წლის გოგო, ძალზედ გადატვირთულმა სამუშაიო გრაფიკმა და უჭმელობამ გამხადა ცუდათ, მქონდა თავბრუს ხვევები, უხალისობა, სისუსტე,გულის ცუდათ გახდომის შეგრძნება,სახის ახურება და წვის შეგრძნება, ამის შემდეგ 3 4 დღეში დამეწყო შიშები რაც დღემდე გრძელდება, სახლში მარტო დარჩენის და შორს წასვლის შიშები მაქვს, 6 თვე ასე ვიტანჯებოდი და მეგონა ნევროზი მაგრამ შემდეგ გავიკეთე შრატის რკინის ანალიზი და აღმოჩნდა რომ რკინა მაქვს 1.3 რაც ძალიან დაბალია, გემოგლობინი 120 ანუ რკინა მაქვს მარტო დაბალი, ექიმმა დამინიშნა გადასხმები: ფეროვენი და ც-ვიტამინი ერთად, 10 დღის განმავლობაში დღეში 1-ხელ,გადასხმების შემდეგ დამინიშნა ფერსინოლ ზ-დღეში ერთხელ და ფოლიუმის მჟავა 5მგ - დღეში 2 ჯერ 1თვის განმავლობაში, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ წამლებთან დაკავშირებით, დაახლოებით რამდენი ხანი არის საჭირო რომ გამოვიდე მდგომარეობიდან? შედეგს უკვე ვხედავ ჯერ 11დღეა რაც წამლებს ვსვავ, მაგრამ შიშები მაინც მაქვს, დაახლოებით რამდენი ხანია საჭირო განსაკურნებლად? რადგან ვაპირებ ამ თვის ბოლოსთვის გათხოვებას და თან ძალიან მეშინია ასე რომ გაგრძელდეს დიდხანს. ვაშლის და ხბოს ხორცის გარდა რომელ საკვებში შედის რკინის დიდი რაოდენობა? დიდი მადლობა წინასწარ. ნატალია
პასუხი
-მკურნალობა თქვენი მდგომარეობის შესაბამისია, აუცილებლად მიიყვანეთ იგი ბოლომდე, კარგად დაისვენეთ და გამოიძინეთ, შიშებიც თანდათან გაგივლით. რკინით მდიდარია წიწიბურა, გარგლის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში.