გთხოვთ მალე მიპასუხოთ თუ შეიძლება.. დაახლოებით ერთ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
05-11-2012

-გთხოვთ მალე მიპასუხოთ თუ შეიძლება.. დაახლოებით ერთი წელი მაწუხებდა კუჭში შეკრულობა, ბოლოს ძლიერი ტკივილები მქონდა მთელს ორგანიზმში,გამოკვლევა გავიკეთე. გასტროენტეროლოგმა ხელით როცა გამსინჯა მითხრა რომ მსხვილი ნაწლავი მარცხენა მხარეს მაქვს მოკუმშული,გამაგრებული. ანუ ერთი მხარე ნახევრად მკვდარიაო, მაგრამ ეს არ გამოჩენილა მანამდე ექოსკოპიაზე. რამდენად საშიშია? დიეტა მაქვს დანიშნული 2თვე და წამლები, მაგრამ ხანდახან ისევ საშინელი თავბრუსხვევა მაქვს,ვერ ვჭამ თითქმის ვერაფერს, ყველაფერი მერე მუცელს მატკიებს..მირჩიეთ რამე რაა :(

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ის ,,ნეოკლინიკისა" და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე.

მაპატიებთ, ალბათ, მაგრამ თქვენი კითხვა ცოტა არასერიოზულად ჟღერს, იმდენად არა ადექვატური ინფორმაციაა მასში. კერძოდ:
1. ვერ მივხვდი, რას ნიშნავს, ნაწლავის ერთი მხარის ნახევრად სიკვდილი. ამას სამედიცინო ენაზე ნეკროზი ჰქვია, მას სრულიად განსხვავებული კლინიკური ნიშნები ახასიათებს და მსგავს სიტუაციაში პაციენტს სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა ესაჭიროება.
2. უნდა იქნეს გათვალისწინებული ისიც, რომ ჯერ-ჯერობით ულტრაბგერითი გამოკვლევით ნაწლავებში მხოლოდ  მეტეორიზმის არსებობის შემჩნევაა შესაძლებელი, ხოლო მათი დეტალური შესწავლისთვის თანამედროვე მედიცინაში სრულიად სხვა მეთოდებია მოწოდებული. ანუ,  მე არ მიკვირს, რომ მიუხედავად, 2 თვის მკურნალობისა, პაციენტმა სასურველი შედეგი ვერ მიიღო, რადგან ელემენტარულად, სწორი დიაგნოზი არ არის დასმული, რისთვისაც მხოლოდ ექოსკოპია და ხელით გასინჯვა (პალპაცია) ნამდვილად არ არის საკმარისი.
პაციენტი საჭიროებს სრულფასოვან გამოკვლევას, რის შემდგომ შესაძლებელი იქნება კვალიფიციურ გასტროენტეროლოგთან, ხაზგასმით ავღნიშნავ, ადექვატური კომპლექსური მკურნალობის ჩატარება! წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ!   

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად