რას ნიშნავს კუჭის დაწევა? რა შეიძლება გამოიწვიოს დ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
05-11-2012

-რას ნიშნავს კუჭის დაწევა? რა შეიძლება გამოიწვიოს და რითი შეიძლება ვუმკურნალოთ?

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ის ,,ნეოკლინიკისა" და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე.

-კუჭის დაწევა ანუ გასტროპტოზი,  შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი ანატომიური, პრობლემა, ასევე შეძენილი, კერძოდ, თანდაყოლილი გასტროპტოზი დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის დაგრძელებასთან. შეძენილი გასტროპტოზი გამოწვეულია კუჭის იოგოვანი აპარატის გაჭიმვით მუცლის წინა კედლის კუნთების ჰიპოტონიის ფონზე (მაგ., წონაში მკვეთრად დაკლების, ასციტური სითხის ევაკუაციის, მუცლის ღრუს დიდი ზომის კისტების და სიმსივნეების მოცილების დროს). ამაზე მე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი და არ შეგაწყენთ თავს.
რაც შეეხება მკურნალობას, გასტროპტოზის კონსერვატიული მკურნალობის კუთხით ძირითადი ადგილი უკავია სამკურნალო ფიზკულტურას, მუცლის მასაჟს, ბალნეოთერაპიას. რეკომენდირებულია ხშირი კვება მცირე ულუფებით, სპეციალური დიეტა, III ხარისხის გასტროპტოზის დროს – სპეციალური ბანდაჟის ხმარება.
რაც შეეხება კუჭის მწვავე გაგანიერებას (კუჭის პარეზი ან ატონია) - იგი  იშვიათად გვხვდება. პათოლოგიის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ოპერაციული ჩარევა მუცლის ღრუს ორგანოებზე. კუჭის მწვავე გაგანიერება შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, პილორუსის სტენოზის, კუჭის ტრამვების, მძიმე ინფექციური დაავადებების დროს. აღნიშნულ პათოლოგიას საფუძვლად უდევს კუჭის კუნთოვანი აპარატის დამბლა, რასაც თან სდევს ატონია და შეწოვის პროცესის მკვეთრი დარღვევა, ასეთი პაციენტებს კონსერვატული (არაოპერაციული) მეთოდებით მკურნალობენ, მხოლოდ სტაციონარის პირობებში.


კომენტარები
19 დეკემბერი 2015 13:44
გამარჯობათ მაქვს კუცის დაწევა 3 დონეზე და როგორ ვიმკურნალო ხო ვერ მეტყოდით დზალიან გთხოვთ
27 აპრილი 2015 12:33
მაქვს კუჭის ძლიერი დაწევა. განივი ნაწლავი მდებარეობს ფუძის ხაზს ქვემოთ . მაქვს რეფლუქს ეზოფაგიტი , კარდიის უკმარისობა , გაკეტებული მაქვს კუჭ-საყლაპავის თიაქრის ოპერაცია . მაწუხებს მუცლის მუდმივი შებერილობა ,ძლიერი მეტეორიზმი და კუჭში გაზების დიდი რაოდენობა - ბოყინი . ყველაზე აუტანელია ღამის ხუთვა. მაღვიძებს გუდვა , ვერ ვსუნთქავ , დამძიმებული მაქვს გული . უნდა ავდგე , ვიარო და თუ გავთავისუფლდი გაზებისგან , შეიძლება ისევ დამეძინოს . თუ არა და მთელი ღამის განმავლობაში მტანჯავს ჰაერის უკმარისობა და გუდვა . ასევე მაქვს ვეგეტონევროზი. რამ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული ჩივილები ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად