რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაქვს საშინელი პირის სიმშრალე შაქარი არ მაქვს რისი ბრალი შეიძლება იყოს.
პასუხი
-დღის მანძილზე არსებული პირის სიმშრალის მიზეზები: • თამბაქოს მოხმარება - თამბაქოს მოწევა და ღეჭვა იწვევს პირის სიმშრალეს თამბაქოს ბოლის უშუალოდ პირის ღრუს ლორწოვანზე ზემოქმედების გამო და ასევე ნიკოტინის ზეგავლენით ნერწყვის გამომუშავების შემცირების გამო; • მარილი - მარილიანი საკვების სიყვარული ასევე არ უწყობს ხელს ნერწყვის გამომუშავებას; • დაავადებები - თუკი პირის სიმშრალე ხანგრძლივად გრძელდება, უნდა ეჩვენოთ ექიმს - შესაძლებელია ეს იყოს რაიმე დაავადების სიმპტომი (ზოგჯერ ერთადერთიც კი). ჩვეულებრივ სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება თან ახლავს სანერწყვე ჯირკვლების დაზიანებას - ანთებას, სიმსივნეს, და ა.შ. (ზოგჯერ პრიქითაც ხდება, მაგ ხანგრძლივად პირის სიმშრალე ხშირად რთულდება სანერწყვე ჯირკვლების ანთებით). ასევე აუტოიმუნური დაავადებები, მაგ. შეგრენის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, ალცჰეიმერის დაავადება, ავიტამინოზები A, B, E, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, კლიმაქსი და ა.შ. • ნერწყვის გამომუშავების გარდა შეიძლება დაირღვეს მისი გამოყოფა - როდესაც სანერწყვე სადინრების განვლადობა მცირდება მოსაზღვრე ქსოვილების სიმსივნის ან ანთების გამო, რაც ასევე იწვევს პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალეს. • ასაკი - ასაკთან ერთად ხდება ნერწყვის გამომუშავების შემცირებაც, ამიტომაც ხანდაზმული ადამიანები უფრო ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს, ვიდრე ახალგაზრდები. ეს შეიძლება იყოს ასევე განპირობებული იყოს წყურვილის აღქმის დარღვევით, როდესაც ტვინი უფრო ნაკლებად რეაგირებს წყლის მოთხოვნილებაზე. პირის სიმშრალის დროებითი მიზეზები: • გაუწყლოვნება - პირის სიმშრალის შეგრძნება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან ცხელ და მშრალ კლიმატურ პირობებში ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა დაკარგა დიდი რაოდენობით სითხე და აუცილებელია მისი შევსება. • მედიკამენტების მიღება - პირის ღრუს ლორწოვანის გაშრობა შეუძლია ასობით პრეპარატს, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური დარღვევების, ალერგიის, ინფექციების, ავთვისებიანი სიმსივნეების და სხვა მდგომარეობების დროს. ამიტომაც მედიკამენტების მიღების დროს ნერწყვის რაოდენობის შემცირებისას პირველ რიგში მიზეზი უნდა ვეძიოთ ამ მედიკამენტების თანმხლებ ინსტრუქციებში. მკურნალობა მიმართულია მიზეზის მოცილებისაკენ. მიზეზის დადგენაში კი ზოგადი პროფილის ექიმი -თერაპევტი დაგეხმარებათ.