რას ნიშნავს როდესაც ფარისებრი ჯირყვალი ზომაზე პატა... | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

05-11-2012

რას ნიშნავს როდესაც ფარისებრი ჯირყვალი ზომაზე პატარაა???ანუ მის ფუნქციას ვერ ასრულებს?

პასუხი
-თქვენს შეკითხვაზე პასუხად გთავაზობთ ჩვენი ვებ გვერდის სტატიიდან, „ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და ჰიპოპლაზია“, ამონარიდს:
„ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავებას ჰიპოპლაზია ეწოდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას ანუ იმის განსაზღვრას, როგორ მუშაობს ჯირკვალი. ამისთვის იკვლევენ სისხლში თირეოტროპული ჰორმონისა და თიროქსინის (T 4), იმავე ტეტრაიოდთირონინის დონეს. ჰიპოპლაზიას უმეტესად ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ახლავს თან. ამ დროს ჯირკვალი სათანადო რაოდენობით ვეღარ გამოყოფს ძირითად ჰორმონებს - T3-ტრიიოდთირონინსა და T4-ტეტრაიოდთირონინს, თუმცა ჰიპოთირეოზის დროს ჯირკვალი შესაძლოა არამცთუ დაპატარავებული, გადიდებულიც კი იყოს (ჯირკვალი ფუნქციის დაქვეითების საკომპენსაციოდ დიდდება). ჰიპოთირეოზი გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მოცულობის ფონზეც. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია, ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად იჩენს თავს, თუმცა უმეტესად ქრონიკული თირეოიდიტის (ფარისებრი ჯირკვლის ანთების) შედეგია. ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის ანთება და დაპატარავება. ამაში ბრალი აუტოიმუნური მექანიზმების გააქტიურებას მიუძღვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა უცხო აგენტად აღიქვამს და ებრძვის, ასე ვთქვათ, ინელებს საკუთარ ჯირკვალს, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ჯირკვლის ქსოვილს ებრძვიან. აღნიშნულ პროცესთა გამო ჯირკვალში დიფუზური (გავრცობილი) ან ლოკალური (ადგილობრივი) დესტრუქციული ცვლილებები ვითარდება. დესტრუქცია ჯირკვლის უჯრედთა განლევასა და დაშლას, კვდომას გულისხმობს. ჯირკვლის განადგურებული ფოლიკულების ადგილას შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია შესაძლოა ქვემწვავე თირეოიდიტის შედეგად განვითარდეს. ეს უკანასკნელი ვირუსული ინფექციით არის განპირობებული, თავიდანვე მწვავედ იწყება, ახასიათებს ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე და ტკივილი ფარისებრი ჯირკვლის არეში, რომელიც ძლიერდება თავის მობრუნებისა და ყლაპვის დროს.
ფარისებრი ჯირკვლის ზომის შემცირება ზოგჯერ პოსტმენოპაუზურ ანუ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში შეინიშნება. ამას ფარისებრი ჯირკვლის იდიოპათიურ ატროფიას (განლევას) უწოდებენ. ზოგჯერ ჯირკვლის ქსოვილის თანდათანობითი დესტრუქცია კისრის არეში ჩატარებული სხივური თერაპიის შედეგია.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოპლაზიის მიზეზის დადგენა და თანმხლები პროცესების შეფასება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა სხვადასხვაგვარია".
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად