რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ზამთარში სიარულისას მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა სულ მომდის თითქმის თავიდან არა მერე მეწყება რაგაცა დროის შემდეგ თითქოს ვისუსხები
პასუხი
-მხოლოდ ზამთარში გაწუხებთ არბი ოფლიანობა? -გირჩევთ კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა); აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი); ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი. აუცილებლად ჩაიცვით მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თეთრეული და ტანსაცმელი. თუ ამ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად ჭარბი ოფლიანობა მაინც გექნებათ, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.