ბიწს მაქვს ძლიერი ქერტლი გრძელი თმა მაქ ასევე წვე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

05-11-2012

-გამარჯობათ ბიწს მაქვს ძლიერი ქერტლი გრძელი თმა მაქ ასევე წვერზეც ქერტლი და მექავება ყურის ძირებშიც ქერთლივით მაქ და მექავება იგივეა წარბებზეც იქნებ მიშველოთ რამე ......წარბებზე მაზ პრედნიზოლოვაია ვისვავ და მშველის მერე ისევ ჩნდება თავზე ყველაა შამპუნი ვცადე 3 დღეში იგივე მიჩნდება ძლიერი ქავილით

პასუხი
-ერთი ტუბიკი ჰიდროკორტიზონის 0,5%-იანი მალამო და ერთი ფლაკონი ზეთოვანი ვიტამინი A აურითეთ ერთმანეთში და წაისვით კერაში (სადაც გექერცლებათ) დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში, დალიეთ აევიტი ერთი კაფსულა დღეში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. აუცილებლად მოიწესრიგეთ კუჭის მოქმედება, გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი, განავლის ანალიზი ჭიებზე და ექოსკოპიურად გამოიკვლიეთ ნაღვლის ბუშტის მდგომარეობა.
თმების პრობლემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ როგორც ჩანს, ადგილი აქვს ცხიმოვან სებორეას. არსებობს ტოპიკის ფირმის შამპუნი ცხიმოვანი სებორეის დროს, ამ შამპუნით დაიბანეთ თავი ან გამოიყენეთ დასაბანად ფიტოშამპუნი ქერტლის საწინააღმდეგო. თუ თავში ქერტლთან ერთად სიწითლეც აღგენიშნებათ, მაშინ 10 დღის განმავლობაში დღეში 2-ჯერ შეიზილეთ თავში პოლკორტოლონი TC. ასევე დაიცავით დიეტა: შეზღუდეთ ცხიმისა და ნახშირწყლების მიღება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად