რა მაინტერესებს 42 კილო ვარ ვარ 18 წლის და რო ვჭა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

05-11-2012

-გამარჯობათ რა მაინტერესებს 42 კილო ვარ ვარ 18 წლის და რო ვჭამ მაინც არ ვიმატებ რისი ბრალი შეიძლება ვიყო 14 წლიდან ესე ვარ ხან 40 კილოზე ჩამოვდივარ 42კილოზე მეტს ვერ ვიმატებ იქნებ არსებობს რამე მოსამატებელი წონაში უღრმესი მადლობა წინასწარ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და უფალი გადაგიხდით სიკეთით

პასუხი
-უნდა გითხრათ, რომ შეიძლება ადამიანი კარგად იკვებებოდეს, მაგრამ დღის განმავლობაში უწევდეს იმდენი ფიზიკური შრომა (ან ვარჯიში), რომ საკვების სახით მიღებულ კალორიებს და მეტსაც ხარჯავდეს (ასეთ შემთხვევაში იგი წონაში ვერ მიმატებს და პირიქით, შეიძლება დაიკლოს კიდეც). ისეთ შემთხვევაში, თუ ადამიანი ერთი შეხედვით ცოტას ჭამს, მაგრამ დღის განმავლობაში ენერგიას საერთოდ არ ხარჯავს, მაშინ არ არის გამორიცხული წონაში მატება. გარდა ამისა, შეიძლება ცოტას ჭამდე, მაგრამ კალორიულს (პურ-ფუნთუშეული, ცხოველური ცხიმი) და შეიძლება ბევრს ჭამდე, მაგრამ ნაკლებად კალორიულ პროდუქტებს (მაგალითად, ბოსტნეულს). თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ. სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს. გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო ს.კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ პოლივიტამინური პრეპარატი;  კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
>მოახდინეთ მადის სტიმულირება- ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც.
>ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით.
>ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.
>ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი, კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება. ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი. >შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.
>ცხიმები. მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი ე ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
>ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული.
>ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული და ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი. >დღეში 2-3 ლ წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.
> მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატება გჭირდებათ, ვარჯიშზე არ უნდა თქვათ უარი. დილა დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, მაგალითად ივლით ცურვაზე.
>სიგარეტი, ალკოჰოლი და მითუმეტს ნარკოტიკები კატეგორიულად იკრძალება.
>მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი. ახლა წონაში მოსამატებელ დიეტასაც შემოგთავაზებთ: საუზმე_ ერთი თეფში ჰერკულესის ფაფა თაფლით და ნიგვზით, ან ხაჭო ჩირით, კარაქიანი პური ყველით და ფინჯანი კაკაო. სამხარი- ხილის წვენი, ძეხვის ბუტერბროდი და იოგურტი. სადილი- მადის აღსაძვერელად ჯერ სალათი მიირთვით, შემდეგ კალორიული წვნიანი, ხორცის ან თევზის დიდი ნაჭერი, გარნირად ნაღების კარაქით შეზავებული კარტოფილის პიურე ან მაკარონი. ტრაპეზი დაასრულეთ დესერტით და ნაღებიანი ყავით. მეორე სადილი- სალათი ახალი ბოსტნეულისგან და ცხიმიანი იოგურტი. ვახშამი-ომლეტი "ვიჩინით" ან პომიდვრით, დალიეთ რძე, ძილის წინ კი ჭამეთ ვაშლი ან მსხალი. რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ პური.
თუ ამ ღონისძიებების მიუხედავად წონაში არ მოიმატებთ, მაშინ მიმართეთ თერაპევტს და ჩაიტარეთ სრულფასოვანი გამოკვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად