რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მყავს 10თვის ბიჭი,აქვს რძის პროდუქტზე ალერგია.აღარ ვიცი რავაჭამო.მობეზრდა ერთიდაიგივე საკვები.ძირითადად ჭამს სუპს.თუ არ შეწუხდებით იქნებ მომწეროთ რა ვაჭამო ამ ასაკის ბავშვს კიდევ.გერკულესს და გრეჩიხას ჭამს კიდევ.ვაშლს,ბრინჯის ფაფას და კვახს. რამივცე მეტი აღარ ვიცი.
პასუხი
-ათი თვის ბავშვი უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსაათიანი ინტერვალებით. 10 თვის ბავშვი, ხელოვნურ კვებაზე მყოფი, დღის განმავლობაში უნდა ღებულობდეს: ადაპტირებულ ნარევს 200მლ, ხილის წვენი 90-100მლ, ხილის პიურე (გახეხილი, ცოცხალი) 90-100გრ; ხაჭო 50გრ, კვერცხის გული ½, ფაფები (წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის, შვრიის ფაფებს, მონაცვლეობით (ფაფას შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი კარაქი) 200გრ, ხორცის ფარში 60-70გრ, მაწონი და რძე 100მლ, პური 10გრ. ორცხობილა ან პაჩენია 10-15 გრ, ზეთი 6 მლ, კარაქი 6 გრ. ბოსტნეულის სუფ-ფაფას, საქონლის ხორცისაგან მომზადებულ გუფთას, მოხარშულ თევზს კვირაში 1-2 - ჯერ (უნდა გამოირიცხოს პროდუქტი, რომელზეც ალერგია აქვს).