რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობატ:) მაინტერესებს თმის ცვენისტვის და თმის ამოსაყვანათ რა ვიტამინები შევიძინო? ვგულისხმობ ტაბლეტებს, მირჩიეს პოლი ჟენი, თქვენი რჩევა მჭირდება:) მადლობთ
პასუხი
-თუ თმის ცვენა გაწუხებთ, უმჯობესი იქნება, დადგინდეს მიზეზი. ამიტომ პირველ რიგში უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით და სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები და ამის შემდეგ უნდა მიმართოთ ტრიქოლოგს, რომელიც თმის ცვენის მიზეზს გამოიკვლევს და დაგინიშნავთ მკურნალობას. (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა).