ბავშვი წლის და 1 თვისაა, კვება 5ჯერადი აქვს, ვცდი... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

05-11-2012

-გამარჯობათ, ბავშვი წლის და 1 თვისაა, კვება 5ჯერადი აქვს, ვცდილობ ბოლო კვება (ჰიპის რძეს ჭამს ძილში ღამის 12სთ-ზე) ამოვუგდო, რამდენად სწორად ვიქცევი? ან რა ასაკამდე უნდა ჭამოს ბავშვმა რძე? დღის განმავლობაში, სხვა კვებაზე რძეს რათქმაუნდა არ ჭამს. ჭამს ნორდიკის ფაფებს (სხვადასხვას), ბოსტნეულის ან წიწილის სუპს, პიურეს, მაწონს და პეჩენიას ან ხაჭოს და ა.შ მადლობა

პასუხი
-რძეს ბავშვი უნდა სვამდეს, უბრალოდ ასაკის მატებასთან ერთად შეიცვლება რძის სახე. 1-დან 1,5 წლამდე კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის, მეხუთე კვება 1,5 წლამდე შეუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი.
1 წლის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება:
საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე.
სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი.
ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე ან წვენი. დღეში პატარამ არ უნდა მიიღოს 100 გრამ ხილის პიურეზე და 100 მლ ხილის წვენზე მეტი.
ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.
ბავშვის რაციონში ასევე დაშვებულია: ნამცხვარი, შოკოლადები, კარამელი, მურაბა, ჯემები. წლიდან წლინახევრამდე უნდა იყოს 4-5-ჯერადი კვება, 4 საათიანი შუალედებით. დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი, გახსოვდეთ: ბავშვის რაციონი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დღეში მიღებული სითხის რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000-1200 მლ-ს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად