რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ 36 წლის. უკვე 16 წელია მაწუხებს წელის და ხერხემლის ტკივილი. ეს ტკივილი გამძაფრდა ორსულობა/მშობიარობის შემდეგ. გავიკეთე სკანირება სადაც გამოჩნდა რომ კუდუსუნის ბოლო ორი მალა თითქმის მიხორცებულია ერთმანეთზე, ხოლო ზედა წელის მალებშორისი რბილი მასალა განახევრებულია, რის გამოც მოზრაობისას მალები ერთმანეთს ეხება და იწვევს ტკივილს. ტკივილი არის აუტანელი და მთელი დღის განმავლობაში. ასეთი კითხვა მაქვს: ასეთ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე სახის მკურნალობა, ან მედიკამენტები, რომელიც ამ რბილი მასის აღდგენას შეუწყობს ხელს, ან არის თუ არა მიზანშეწონილი ქირურგიული ჩარევა. მადლობა წინასწარ
პასუხი
-არსებობს სპეციალური ე.წ. ქონდროპროტექტორები, ანუ ხრტილის მკვებავი და აღმდგენი პრეპარატები, რომლებიც მსგავი ტიპის დაზიანებისას გამოიყენება, თუმცა აქვე უნდა დავსძინო, რომ დაზიანებული ხრტილის საწყის მდგომარეობამდე აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გირჩევთ დაზოგოთ სხეულის ეს ნაწილები დატვირთვისგან. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ამას ნეიროქირურგი წყვეტს არსებული სიმპტომების, ძირითადად კი ტკივილის ხარისხის გათვალისწინებით.