რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ხშირად ვგრძნობ სისუსტეს და ხანდახან ლაპარაკითაც კი ვიღლები მინდა რაიმე იმუნიტეტის წამალი მივიღო და რას მირჩევთ რომელი დავლიო კარგი შედეგისთვის და მოსაძლიერებლად? ბრონქო-მუნალი როგორია, თუ ეგ მხოლოდ კონკრეტული რამის იმუნიტეტს აძლიერებს?
პასუხი
-შეგიძლიათ მიიღოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებები, რომლებიც აფთიაქში იყიდება და მათ შერჩევაში ფარმაკოლოგები დაგეხმარებიან, ჩვენი მხრივ შემოგთავაზებთ იმუნიტეტის ასამაღლებელ ხალხურ საშუალებას. 20 გრ დინდგელი დააქუცმაცეთ, საქმის გასაადვილებლად და უკეთ დაქუცმაცების მიზნით გაყინეთ დინდგელი საყინულეში და შემდეგ გახეხეთ სახეხზე. დაესხას 100 მლ სპირტი; ჩაასხით მიღებული მასა მუქ ქილაში, მოუკარით თავი, გაჩერდეს 2–3 კვირა, დროდადრო მოურიეთ, რათა კარგად გაიხსნას, შემდეგ გაწურეთ ორ–სამ ფენა დოლბანდში (ნალექი გადააგდეთ, ხსნარი შეინახეთ). მიიღეთ 20-30 წვეთი 100 გრამ წყალთან ან რძესთან ერთად.