. მე ერთხელ უკვე დავსვი შეკითხვა ამ კატეგორიაში, პ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

05-11-2012

-გამარჯობა. მე ერთხელ უკვე დავსვი შეკითხვა ამ კატეგორიაში, პასუხიც მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. საქმე ისევ ჩემს მულის შვილს ეხება, რომელიც დედის გარეშე ჩვენთან ცხოვრობს მამასთან ერთად. თითქმის სამი წლის ბიჭია. ადრე ჩემი პრობლემა მისი "უმიზეზო" ჭირვეულობა იყო. ერთი წელია უკვე, რაც მისი ოჯახის წევრი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ "უპირობო" ახლობელი, თითქოს უკვე მიმიღო და მისი ნდობაც მოვიპოვე. ბავშვს დედასთან ურთიერთობა თითქმის არა აქვს, წელიწადში რამდენიმეჯერ ნახა მხოლოდ. მამის და ბიძის გაზრდილია. ერთად ვუყურებთ ხოლმე მულთფილმებს, ვცდილობ შედარებით უსაფრთხო და ნეიტრალური თემები ავარჩიო, მაგრამ ყველგანაა თითქმის დედა, მამა და ბავშვი. მოსწონს ისეთი მულტფილმები, სადაც მხოლოდ მამა და პატარა არიან. მაგალიტად ნემო, ახლახან "ბემბის" ვუყურეთ. მოეწონა. ათასი კითხვა აქვს."ბემბი მამამ გადაარჩინა?" "ლატო გადაარჩინა?" "მამა დატოვებს?" ბემბის დედასაც უცებ შეუთავსა "მეორე მამას" ამპლუა. თითქოს დედის არსებობას არც აღიარებს. ვცდილობ პირიქით ავუხსნა ხოლმე, რომ ბემბი დედას ძალიან უყვარს, ის უბრალოდ მონადირემ წაიყვანა-თქო, მაგრამ მაინც. ძალიან მინდა დამეხმაროთ და მირჩიოთ, როგორ "შევახსენ" ხოლმე რომ დედას ძალიან უყვარს და სულ ფიქრობს მასზე? რა ფორმით გავაკეთო ეს? მადლობა და ბოდიშს გიხდით ასეთი ვრცელი ტექსტის გამო.

პასუხი
-აუცილებელია პატარამ დედის ზრუნვა თუნდაც შორიდან უშუალოდ მისგან იგრძნოს, მხოლოდ სიტყვები იმაში დასარწმუნებლად, რომ დედას იგი უყვარს, მასზე ფიქრობს და ზრუნავს არ კმარა. აუცილებელია პატარას უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეს დედასთან, თუნდაც დისტანციურად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად