მეუღლეს ბოლო ორი თვის მანძილზე ძალიან გაეზარდა მუც... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
05-11-2012

-მეუღლეს ბოლო ორი თვის მანძილზე ძალიან გაეზარდა მუცელი. ექოსკოპიაზე უთხრეს, რომ ჰქონდა მუცლის ღრუში ფიქსირდება ჭარბი რაოდენობით თავსუფალი სითხე. სასწრაფოდ აგვაგზავნეს ''მედულაში'' და ამოუღეს სითხე, პირველ ჯერზე 5 ლიტრი, ხოლო ერთი თვის შემდეგ - 8 ლიტრი. დიაგნოზი ვერ დაუსვეს. სითხის ამოღების შემდეგ მისცა სიცხე, დაუვარდა წნევა და გულმაც შეაწუხა. აქვს ასევე დიაბეტი. B და C ჰეპატიტი გამოირიცხა. გვითხრეს გაგვეკეთებინა მუცლის ღრუს კვლევა დინამიური კონტრასტით და გასტროსკოპია. იქნებ გვითხრათ რამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება და ვის მივმართოთ?

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ის ,,ნეოკლინიკისა" და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე.

- უნდა მოგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვება საკმაოდ ბევრმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს ვირუსული და ასევე არავირუსული ჰეპატიტის არსებობის ალბათობა (სამწუხაროდ, კითხვაში არ არის მოცემული გაუკეთდა თუ არა პაციენტს ღვიძლის ფუნქციური სინჯები და მუცლის ღრუს ექოსკოპიისას როგორ გამოიყურებოდა თვით ღვიძლი), ასევე საჭიროა ქირურგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ნაწლავის პათოლოგია (გამავლობის გაზრდა და ა.შ.), რა თქმა უნდა მუცლის ღრუს კვლევა დინამიური კონტრასტითა და გასტროსკოპია გარკვეულწილად ინფორმატიული იქნება და ბოლოს, რამდენადაც ეს უსიამოვნო არ უნდა იყოს, გამოსარიცხია სიმსივნური პროცესის არსებობაც!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად