ვართ ახალი შეუღლებულები და გვაქვს სექი ვიცავთ თავ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

05-11-2012

-გამარჯობათ ვართ ახალი შეუღლებულები და გვაქვს სექი ვიცავთ თავს და გადავწყვიტეთ ბავშვის გაჩენა და ჯანმრთელობის მხრივ გვინდა დავრწმუნდეთ ბავშვის მომავლისთვის და როგორ და რანაირად უნდა გავესინჯოთ ექიმს.

პასუხი
-სავალდებულო ანალიზების ნუსხა შედგება კონსულტაციების შედეგად. ჩასახვა ნორმალურად რომ მოხდეს და ორსულობა გართულებათა გარეშე წარიმართოს, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება როგორც დაორსულებამდე, ასევე დაორსულების შემდგომაც. თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, ჯერ კიდევ ჩასახვამდე უნდა იზრუნოს პატარას ჯანმრთელობაზე. თავდაპირველად მომავალმა დედამ უნდა მიმართოს გინეკოლოგს - სასურველია, იმ ექიმს, რომელთანაც რეგულარულად გადის კონსულტაციას და რომელიც უფრო უკეთ არის გათვითცნობიერებული ინდივიდუალური პრობლემებისა თუ გადახრების თაობაზე. ასევე უნდა მიმართოს ექიმს მეუღლემაც. აუცილებელია მომავალი მშობლების ანამნეზის შეკრება, რათა შეფასდეს მათი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა.
ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების: თერაპევტის, ნევროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის - კონსულტაციაც. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სჭირდება მომავალ დედას. განვითარების შესაძლო მანკებისა და გადახრების თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, საეჭვო შემთხვევებში კი ორგანიზმის უფრო გულდასმით შესწავლა. ჩვეულებრივ გამოკვლევას აუცილებლად უნდა დაემატოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს უკანასკნელი უმჯობესია ჩატარდეს კრიტიკული დღეების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში.
წყვილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. მამაკაცმა, რეკომენდებულია, გაიაროს კონსულტაცია უროლოგთან ან ანდროლოგთან. ქალმა, როგორც უკვე გითხარით, უნდა ჩაიტაროს გინეკოლოგიური გამოკვლევა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად