-გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თუ ეს გოგინა გიყვართ, მაშინ ისე უნდა მოახერხოთ, რომ არც მას ატკინოთ გული და არც მშობლებს, ისე უნდა მოახერხოთ, რომ მშობლებს იგი შეაყვაროთ. დაელაპარაკეთ მშობლებს გულახდილად (ესაუბრეთ მშვიდად და კეთილგანწყობით), აუხსენით, რომ გიყვართ ეს გოგონა და გინდათ მასთნ ოჯახის შექმნა და მხოლოდ მასთან იქნებით ბედნირი და სთხოვეთ, დაგეხმარონ, რომ ეს ბედნიერება არ დაკარგოთ. უთხარით მშობლებს, რომ ძალიან გიყვართ ისინი და პატივს ცემთ მათ აზრს და სწორედ ამიტომ გაწუხებთ მათი დამოკიდებულება თქვენი შეყვარებულისადმი. ჰკითხეთ, რატომ არ მოსწონთ ეს გოგონა (რას გულისხმობენ არ შეგეფერებაში). შესთავაზეთ მშობლებს თქევნი შეყვარებულის უფრო ახლოს გაცნობა (ხშირ-ხშირად შეახვედრეთ ერთმანეთს), შეიძლება ახლოს გაცნობის შემდეგ აზრი შეეცვალოთ მასზე.