რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, მაინტერესებს 16წლის ასაკში რომ ქონდეს გოგოს სექსი რაიმე პრობლემები ხომ არ შეექმნება ?
პასუხი
-მოზარდმა სქესობრივი ცხოვრება არავითარ შემთხევვაში არ უნდა დაიწყოს. ეს არც მორალური თვალსაზრისით არის გამართლებული და მისი ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. გახსოვდეთ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - მოზარდებს წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადებებით შეიძლება დაავადდნენ ამ "პროცედურის" ჩატარებისას, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი შემდგომში მძიმე დაღს ასვამს მთელ მათ ცხოვრებას. ადრე ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება ბევრი საშიში (მათ შორის სიმსივნური) დაავადების მიზეზი ხდება. აღვირახსნილობის პროპაგანდის გავლენით არაერთი მოზარდი ადრეულ ასაკში იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, სამედიცინო ასპექტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სქესობრივი ცხოვრების ფსიქოლოგიური ასპექტებიც, რაც საკმაოდ ძლიერად მოქმედებს ახალგაზრდა, მოუმზადებელ ადამიანზე და ხშირ შემთხვევაში მის მომავალ პირად ცხოვრებას მთლიანად ანგრევს. გირჩევთ, გაიგოთ მეტი ცხოვრების შესახებ, მეტად გაერკვეთ იმ მოსალოდნელ საფრთხეებში (როგორც ფიზიკურში, ისე სულიერში), რაც ასეთ ურთიერთობებს ახლავს. გასაგებია, რომ მოზარდ ასაკში ინტერესი მძაფრდება ამ თემებისადმი, მით უმეტეს, რომ ინტერესის გასამძაფრებლად ყველანაირი საშუალება არსებობს, მაგრამ გაითვალიწინეთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები, ვიდრე შემთხვევითი სქესობრივი კავშირები.