რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ვარ 30 წლის, მყავს მეგობარი მამაკაცი, მასთან ურთიერთობის მერე მეწყება საშინელი შარდის ბუშტის ტკივილები, სვამდი ციპრო 500, სემდეგ 5 დღე ვიკეთე ნემსები ცეფტრიაქსონი,ტკივილები შემიჩერდა,მაგრამ სექსის მერე ისევ დამეწყო ტკივილები, რის ბრალი შეიძლება იყოს ეს? და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას ჩემი დაავადება?
პასუხი
-თუ თქვენ სქესობრივ ურთიერთობას უკავშირებთ ცისტიტის გამწვავებას (ასე გავიგეთ „შარდის ბუშტის ტკივილი“) ამის მიზეზი არის ხოლმე შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის ჩაბრუნება საშოშო, რაც მისი დაბალი მდებარეობით და საქალწულე აპკის ნარჩენების დაქაჩვით აიხსნება. ამ ანატომიური თავისებურების გამო საშოს ლორწო ბაქტერიული შიგთავსით შარდსადენ მილში და შარდის ბუშტში ხვდება და მწვავდება ცისტიტი. გამოსავალი არის მარტივი ოპერაცია -გამოთავისუფლდება შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი. აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, რათა დადგინდეს ცისტიტის ზუსტი მიზეზი და ამის მიხედვით დაინიშნება მკურნალობა.