რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მოგესალმებით ვარ 22 წლის მანდილოსანი ვიმყოფები სტამბულსში 4თვეა, მაწუხებს თმის ცვენა უკვე თვენახევარია, აქ ექიმს ვერ გავესინჯები ძაან ძვირი ჯდება. რის გამო მცვივა ვერ დავადგინე შესამჩნევად მაქვს ეგ პრობლემა. გთხოვთ მირჩიოთ რამე ძალიან ვდარდობ ამის შესახებ საქართველოში არ მაწუხებდა ეგ პრობლემა. თუ რამე წამალს მირჩევთ გამოვაგზავნიებ საქართველოდან. თქვენი იმედი მაქვს,უღრმესი მადლობა წინასწარ...
პასუხი
-სანამ თმის ცვენის ნიღბის რეცეპტს შემოგთავაზებდეთ, უნდა გირჩიოთ გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად და სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის შემცველობაზე, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. სუფრის კოვზ ვაზელინის ზეთს დაამატეთ 10 წვეთი A ვიტამიანი და 10 წვეთი D2 ვიტამინი. შეიზილეთ დაბანილ, მშრალ თმებში და გაიჩერეთ 3-4-საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში. ან გააზავეთ წყალში აფთიაქში შეძენილი ცისფერი თიხა და დაიდეთ თმის ძირებთან. ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმისთვის გამოდგება.